დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით

  • Word
დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით
დოკუმენტის ნომერი 3935
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 170, 20/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
3935
08/12/2006
სსმ, 170, 20/12/2006
000000000.00(0).000.000000
დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით

საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ შემორჩენილია საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები დასახლებული პუნქტებისა, ქუჩებისა და მოედნებისა (მაგ., წითელარმიელის ქუჩა, ქედის კომუნის ქუჩა და სხვა).

ცალკეული ქუჩების სახელწოდებები დღემდე უკვდავყოფს ბოლშევიკური, სისხლიანი რეჟიმის აქტივისტებს (მაგ., ენუქიძის, თოდრიას, აფანასიევის, კამოს ქუჩები და სხვა).

XXI საუკუნის საქართველოში ანაქრონიზმია ისეთი სახელწოდებები, როგორებიცაა მიტინგის, დეპოს, ტრაქტორის, საყვირის, ტრიკოტაჟის ქუჩები და მისთანანი.

ხსოვნის კულტურა ერის სულიერი კულტურის ნაწილია. საჭიროა შეიცვალოს დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების ისეთი სახელწოდებები, რომელნიც სრულ დისჰარმონიას ქმნიან ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რეკომენდაცია მიეცეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შესაბამის სამთავრობო კომისიასთან შეთანხმებით, 2008 წლის 1 იანვრამდე შეცვალონ დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების ის სახელწოდებები, რომლებიც ქართველ ერს მისი ნების გარეშე მოახვია თავს კომუნისტურმა რეჟიმმა.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე  ჯ. ინაიშვილი

თბილისი,

2006 წლის 8 დეკემბერი.

№3935–IIს