დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის“ (კოდი 01 02 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016520 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2018 - 15/10/2019)
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ (კოდი 01 02 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ (კოდი 01 02 07) განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა“ (კოდი 01 02 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი
1. ზოგადი
დებულებანი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა “ (კოდი 01 02 07) განხორციელების წესი (შემდგომში – წესი ) განსაზღვრავს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე , საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობაზე ორიენტირებული ინიციატივების გამოვლენისა და დაფინანსების პროცედურებს და პირობებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალიწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში . 2. ამ წესის შესაბამისად , ინიციატივების დაფინანსების მიზნით , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის პროექტების განმხილველ სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი ). ჯგუფის საქმიანობის წესი განისაზღვრება ჯგუფის დებულებით , რომელსაც ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი . 3. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი (შემდგომში – ქვეპროგრამის განმახორციელებელი ). მუხლი 2. ქვეპროგრამის მიზანი ქვეპროგრამის მიზანია ქალების საზოგადოებაში ჩართულობის , ეკონომიკური საქმიანობის დაწყების , ეკონომიკურ საქმიანობაში თანასწორი უფლებებით და შესაძლებლობებით მონაწილეობის მიღებისა და სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერებაში ხელშეწყობა . მუხლი 3. თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები ამ წესის შესაბამისად თანადაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული ქალები 18 წლის ასაკიდან ან /და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები , რომლებიც ახორციელებენ ან სურთ განახორციელონ სამეწარმეო /არასამეწარმეო (არაკომერციული ) საქმიანობა საზოგადოებაში ქალთა აქტიური ჩართულობის ხელშესაწყობად . მუხლი 4. საპროექტო განცხადების წარდგენა 1. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა სუბიექტმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას , რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია : ა ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; ბ ) მოქმედი მეწარმის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საჯარო რეესტრი ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა , რომლითაც დადასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სტატუსი (სამეწარმეო საქმიანობის არსებობის შესახებ მოქმედი მეწარმის სტატუსი ); გ ) განცხადება , სამოტივაციო წერილი , ინიციატივები , ბიზნესგეგმა (სათანადო ხარჯთაღრიცხვით ) და სხვ . ასევე , მისთვის საჭირო ტრენინგების ჩამონათვალი , რაც ხელს შეუწყობს პროგრამის მონაწილე პირების მიერ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას / განვითარებას; დ ) შესაბამისი დოკუმენტაცია პარტინიორი ორგანიზაციის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში ). 2. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება . 3. თუ პროექტის განხორციელებამდე დარჩენილია 40 კალენდარულ დღეზე ნაკლები , საპროექტო განაცხადი არ განიხილება . 4. საპროექტო განაცხადი ჯგუფს არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს . მუხლი 5. საპროექტო განაცხადის განხილვა და თანადაფინანსება 1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს , ქვეპროგრამის განმახორციელებელი საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის ჯგუფს . 2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა “ (კოდი 01 02 07) ფარგლებში გათვალისწინებულია ქალების თანასწორუფლებიანობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების , ფორუმების , ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის შესყიდვის , გამოფენების , ჩვენებებისა და სხვა ხარჯების დაფინანსება . 3. საპროექტო განაცხადის განხილვისა და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას , მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან /პრიორიტეტებთან , მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისთვის , პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება , აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი განახორციელოს წარდგენილი პროექტი . 4. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში , ჯგუფი უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა ჯგუფის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში . 5. ჯგუფის მიერ საპროექტო განაცხადის დადებითი შეფასების შემთხვევაში ჯგუფი საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით ) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს . 6. მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება განმცხადებელს . 7. ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2-ჯერ . 8. ჯგუფი უფლებამოსილია კონკრეტული პროექტის დაფინანსების განხილვისას დაადგინოს მისი მონიტორინგის შესაბამისი მექანიზმი . 9. ჯგუფის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტს პროექტის დაფინანსების შესახებ (პროგრამიდან თანხის გამოყოფა ). მუხლი 6. დაფინანსების გაცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა “ (კოდი 01 02 07) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტის დაფინანსებას ქვეპროგრამის განმახორციელების მოთხოვნის საფუძველზე . მუხლი 7. ხელშეკრულების დადება 1. ქვეპროგრამის განმახორციელებელსა და პროექტის წარმომდგენ პირს შორის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების საფუძველია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება . 3. ხელშეკრულების დადების , შეჩერების , შეცვლის და შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით . მუხლი 8. კონტროლის განხორციელება ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი , მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები