2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ

2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016583
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/603
20/12/2018
ვებგვერდი, 24/12/2018
300320000.22.024.016583
2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/12/2018 - 25/04/2019)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/603

2018 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი“.
მუხლი 2
ბუნებრივი გაზის სექტორის მდგრადობის, სტაბილურობისა და საიმედო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი გაზის ბალანსით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საერთო მოცულობის ფარგლებში მომწოდებელი ქვეყნის მიხედვით წყაროების ჩანაცვლების შესახებ.
მუხლი 3
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „2018 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის N1-1/581 ბრძანება.
მუხლი 4
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 1 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 5 დეკემბრის №1-1/546 ბრძანება „2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 5
1. ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი, მეორე და მესამე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანების პირველი, მეორე და მესამე მუხლები  ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია