„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 143
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 10/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016690
143
26/12/2018
ვებგვერდი, 26/12/2018
120010000.22.026.016690
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის N134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №143

2018 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016681) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბრძოლო საინჟინრო ბატალიონი;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბრძოლო საინჟინრო ბატალიონი:

ე.ა) მონაწილეობს სრული სპექტრის ოპერაციებში;

ე.ბ) ახორციელებს თავდაცვის ძალების საინჟინრო მხარდაჭერას და ქიმიურ უზრუნველყოფას, მონაწილეობს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში;

ე.გ) ახორციელებს განაღმვისა და უტილიზაციის ღონისძიებებს;

ე.დ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და განხორციელებას, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებას და მონიტორინგს;

ე.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობს სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში;

ე.ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, შესაძლებლობის ფარგლებში ატარებს სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციებს;

ე.ზ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში;

ე.თ) მონაწილეობს გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში;

ე.ი) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, შეფასებას და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში;

ე.კ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; 

ე.ლ) უზრუნველყოფს ლოჯისტიკური ოპერაციების და სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;

ე.მ) ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერას, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას;

ე.ნ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას, აგრეთვე, ზემდგომი ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 10 იანვრიდან.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია