გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/12/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016008
195
14/12/2018
ვებგვერდი, 24/12/2018
000000000.00.148.016008
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №195

 

2018 წლის 14 დეკემბერი

ქალაქი გორი

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ

 

   2018 წლის 29 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ლიანა ჩლაჩიძის და ივანე კორინთელის განცხადება (მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია 29.01.2018; N52 და 01.02.2018; N67), რომლითაც წარმოდგენილია ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სკვერისა და ქუჩისათვის ნიკო კეცხოველის სახელის მინიჭების თაობაზე. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში დაბადებული ბოტანიკოსის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის საქართველოში, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ -ერთი ფუძემდებლის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ნიკო კეცხოველის სახელის მინიჭება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში უსახელო სკვერისთვის, რომელიც მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის კოორდინატებია:

ნაკვეთის ზუსტი ფართობი: 9429.62 კვ.მ

ნაკვეთისსაზღვრების გარდატეხის წერტილების კოორდინატები:

 X  423150.45;   Y  4668282.22

 X  423160.49;   Y  4668279.37

 X  423192.43;   Y  4668103.62

 X  423124.68;   Y  4668100.14

 X  423140.28;   Y  4668235.58

ჩრდილოეთიკერძო საკუთრებაში არს. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: 66.48.01.558.

სამხრეთიკერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

აღმოსავლეთიარხი.

დასავლეთიკერძო საკუთრებაში არს. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.48.01.313; 66.48.01.552 და სხვა კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

სახელდების თაობაზე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2018 წლის 16 ოქტომბრის N12 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად:

1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ტყვიავის უსახელო სკვერს , რომლის კოორდინატებია:

ნაკვეთის ზუსტი ფართობი: 9429.62 კვ.მ

ნაკვეთის საზღვრების გარდატეხის წერტილების კოორდინატები:

 X  423150.45;   Y  4668282.22

 X  423160.49;   Y  4668279.37

 X  423192.43;   Y  4668103.62

 X  423124.68;   Y  4668100.14

 X  423140.28;   Y  4668235.58

ჩრდილოეთიკერძო საკუთრებაში არს. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: 66.48.01.558.

სამხრეთი კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

აღმოსავლეთიარხი.

დასავლეთიკერძო საკუთრებაში არს. სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 66.48.01.313; 66.48.01.552 და სხვა კერძო საკუთრებაში არსებული დაურეგისტრირებელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

მიენიჭოს - ნიკო კეცხოველის სახელი.

2. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ. №30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                დავით რაზმაძე