დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ოქტომბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 606 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120020000.10.003.020922 |
|
„საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ოქტომბრის №503 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ჩამოყალიბებისა და ინფორმაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ოქტომბრის №503 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/10/2018, 120020000.10.003.020819) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის დებულებისა და ინფორმაციის მართვის წესის“:
1. მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საომარი მდგომარეობის დროს ცენტრი გადადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ოპერატიულ დაქვემდებარებაში. 4. ცენტრი ანგარიშვალდებულია საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს (შემდგომში – უწყებათშორისი საბჭო) წინაშე, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წინაშე.“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობით თავდაცვითი საზღვაო სწავლებების, წვრთნებისა და ვარჯიშების ჩატარება წელიწადში არანაკლებ ორჯერ; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;“. 3. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) საომარი მდგომარეობის დროს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მიერ განსაზღვრული სამუშაო რეჟიმის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები