საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016284
29
18/12/2018
ვებგვერდი, 24/12/2018
300280000.16.009.016284
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №29

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის  №20 დადგენილების (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385, სარეგისტრაციო კოდი: 300.280.000.16.009.012.194):

1. პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების:

ა) 31 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;“;

ა.ბ) 31 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე განაწილების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:

ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;

ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;

გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა – განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „333“ სიმბოლოს გაგზავნით.

დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.“;

ბ) მე-10 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);“

ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:  

„22. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვა.  დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.“;

გ) 261 მუხლის 71 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „72“ პუნქტი:

„72. ამ მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული წესით განაწილების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.“.

2. მე-2 პუნქტის:

ა)  „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

1. 0.4 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) უზრუნველყოფის (ელექტროენერგიით მომარაგების განსაზღვრულ ვადაში დაწყების) შემთხვევაში:

ძაბვის საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე

მიერთების უზრუნველყოფის

პერიოდი - ვადა (სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით

ლარი

0.4

1-10 (220 ვ.)

40

400

1-10

40

1200

10-დან -30

40

4700

30-დან-50

40

7000

50-დან -80

40

10500

80-დან - 100

40

12000

100-დან-120

40

14000

120-დან -150

40

18000

150-დან -200

45

23000

200-დან -320

60

33000

320-დან -500

60

50500

500-დან -800

90

80000

800-დან -1000

90

100000

6.-10

1-500

60

48500

500-დან -1000

90

94000

1000-დან -1500

90

137000

1500-დან -2000

90

177000

2000-დან -3000

90

257500

3000-დან -5000

90

416000

ბ) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული მიერთების საფასურის 50 %-ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით);

გ) თუ ადგილი აქვს 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას და ამ მიერთების უზრუნველყოფისთვის საჭიროა 6-10 კვ ძაბვის ქსელის მშენებლობა, ამ შემთხვევაში მიერთების პერიოდი – ვადა იქნება მოთხოვნილი მისაერთებელი პაკეტით გათვალისწინებული დღეების ორმაგი ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 90 სამუშაო დღისა.“;

ბ) ,,ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №6

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური

ძაბვის საფეხური, კვ

სიმძლავრე, კვტ

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადა

(სამუშაო დღე)

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით

ლარი

 

0,4

1-10 (220 ვ.)

10

100

1-10

10

300

10-დან -30

10

350

30-დან-50

10

600

50-დან -80

10

650

80-დან - 100

15

700

100-დან-120

15

750

120-დან -200

15

800

200-დან -320

15

950

320-დან -500

15

1200

500-დან -800

20

1500

 800-დან -1000

20

2200

1000-დან და მეტი კვტ

20

3000

 

 

6/10

1-500

15

7000

500-დან -1000

20

7500

1000-დან და მეტი კვტ

20

8000

“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №7 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №7


მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების საფასური

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ძაბვის საფეხური, კვ

გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრე, კვტ

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი ვადა (სამუშაო დღე)

 

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური დღგ–ი ჩათვლით, ლარი

0,4

1-10 (220 ვ.)

10

200

1-10

10

350

10-დან -30

10

400

30-დან-50

10

500

50-დან -80

10

600

80-დან - 100

15

700

100-დან-120

15

800

120-დან -200

15

900

200-დან -320

15

1000

320-დან -500

15

1100

500-დან -800

20

1200

 800-დან -1000

20

1300

          1000-დან და მეტი კვტ

20

1300

6/10

1-500

15

1300

500-დან -1000

20

1300

         1000-დან და მეტი კვტ

20

2000

“.

მუხლი 2
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის  №12 დადგენილების (სსმ, III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების:

1. 31 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;“

ბ) 31 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს:

ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა - მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;

ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;

გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა – მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „333“ სიმბოლოს გაგზავნით;

დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.“;

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. განაწილების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დაფარვა.  დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.“.

3. 191 მუხლის 91 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „92“ პუნქტი:

„92. ამ მუხლის 91 პუნქტით განსაზღვრული წესით განაწილების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.

მუხლი 3
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილების (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748, სარეგისტრაციო კოდი: 400.020.010.16.009.012.444) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

1. 31 მუხლის:

ა) პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე;“;

ბ) 31 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყალმომარაგების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:

ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა – წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „111“ სიმბოლოს გაგზავნით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;

ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა - წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „222“ სიმბოლოსა და ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე წერილობითი ფორმით;

გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა – წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე „333“ სიმბოლოს გაგზავნით;

დ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.“.

2) მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,დ) მომხმარებელმა სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით გადაიხადა მოხმარებული სასმელი წყლის საფასური 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში (დაუშვებელია ამ პუნქტის გამოყენება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთათვის);“

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ დეპოზიტის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა ამ წესების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა, პირი უფლებამოსილია დეპოზიტზე თანხის შეტანის ნაცვლად წარადგინოს რეზიდენტი პირის მიერ გაცემული, დეპოზიტზე შესატანი თანხის შესატყვისი ოდენობის საბანკო გარანტია (აღნიშნული უფლების შესახებ მომხმარებელს უნდა ეცნობოს დეპოზიტის მოთხოვნასთან ერთად). საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე გააგრძელოს მისი მოქმედება, წარადგინოს ახალი საბანკო გარანტია ან შეიტანოს დეპოზიტზე მოთხოვნილი თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შეუწყვიტოს მომხმარებელს სასმელი წყლის მიწოდება დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაზე, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების დაცვით. საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაზე ვრცელდება იგივე პირობები რაც ამ წესებით განსაზღვრულია დეპოზიტის ვადასთან, ოდენობასთან, მოთხოვნასთან და პროცედურებთან მიმართებით. პირის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენისას, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემს და საბანკო გარანტიიდან მოითხოვოს მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დაფარვა.  დეპოზიტის მოთხოვნის უფლების გაუქმება იწვევს საბანკო გარანტიის შეწყვეტას.“;

3) 181 მუხლის 71 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „72“ პუნქტი:

„72. ამ მუხლის 71 პუნქტით განსაზღვრული წესით წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ კომისიისათვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.“.

მუხლი 4
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ბ.ბ“  ქვეპუნქტისა, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, ,,ბ“  ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა,  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, ,,ბ“  ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“  ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, ,,ბ“  ქვეპუნქტები და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, ,,ბ“  ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 28 თებერვლიდან, ხოლო პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 31 იანვრიდან.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია