„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის N08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 101318/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 19/12/2018
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010320040.58.070.016070
101318/21
19/12/2018
ვებგვერდი, 21/12/2018
010320040.58.070.016070
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის N08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №101318/21

2018 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ბ:

მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 23 ივლისის №08858/21 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 24/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.58.070.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის შესახებ დებულების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურსა და აუდიტორ-სტაჟიორს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონებით − „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი