დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 15 მარტის N02612/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101315/21 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 19/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.58.070.016067 |
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 15 მარტის №02612/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემდებარეობისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 15 მარტის №02612/21 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 15/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.58.070.016056) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 93-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და 262 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის და 240-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები