„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 30 მაისის N101/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 30 მაისის N101/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 101313/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 19/12/2018
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.58.070.016065
101313/21
19/12/2018
ვებგვერდი, 21/12/2018
040030000.58.070.016065
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 30 მაისის N101/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №101313/21

2018 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 30 მაისის №101/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,ბ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 30 მაისის №101/37 ბრძანებაში (სსმ,  ვებგვერდი, 03/06/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.58.070.016014) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და 36​1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დებულების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო აუდიტის ინსტიტუტი (შემდგომ – ინსტიტუტი) არის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად, საჯარო ფინანსების  მართვისა და აუდიტის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ასრულებს აღნიშნული კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფუნქციებს.

2. ინსტიტუტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიერეკლე მექვაბიშვილი