„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/601
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016582
1-1/601
19/12/2018
ვებგვერდი, 21/12/2018
040030000.22.024.016582
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/601

2018 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ: 

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეთა შორის უფლებამოსილებებს, ფუნქციებსა და საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ანაწილებს დირექტორი თავისი ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

2.  დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მეწარმეობის დეპარტამენტი;

ბ) ინვესტიციების დეპარტამენტი;

გ) ექსპორტის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი.“.
3.   დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეწარმეობის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება სახელმწიფო წამახალისებელი პროგრამების შემუშავების გზით;

ბ) სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული ბენეფიციარებისთვის კონსულტაციის გაწევა;

გ) მეწარმე სუბიექტების ფინანსური, ტექნიკური და საინფორმაციო-საკონსულტაციო მხარდაჭერის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) ქვეყანაში შემოქმედებითი   მეწარმეობის  განვითარება,  სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განხორციელების გზით;

ე) სახელმწიფო პროგრამაში „გადაიღე საქართველოში“ ჩართული ბენეფიციარებისა და დაინტერესებული პირების ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა;

ვ) ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების მიზნით  საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;

ზ) მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისათვის სხვა შესაბამისი  ღონისძიებების განხორციელება.“.
4.  დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინვესტიციების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა და რეინვესტირების ხელშეწყობა;

ბ) საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა და პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირება

გ) ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საინვესტიციო რეიტინგებში ქვეყნის ცნობადობის ამაღლების მიზნით, სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;

დ) ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციისა და საინვესტიციო პროექტების შეთავაზების მიზნით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინვესტორებთან, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, დონორებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ე) პოტენციური ინვესტორი პირებისა და ორგანიზაციების საინვესტიციო პრეზენტაციებით და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურებით უზრუნველყოფა;

ვ) პრიორიტეტული სექტორების და პოტენციური ინვესტორი კომპანიების იდენტიფიცირება, აღრიცხვა შესაბამის ბაზაში და კომპეტენციის ფარგლებში, მოლაპარაკებების წარმოება;

ზ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა, მოლაპარაკებების კოორდინირება და პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი.“.
5.   დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ექსპორტის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების იდენტიფიცირება, მხარდაჭერა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა;

ბ)  საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების და კომპანიების პორტფელის შექმნა, კატეგორიებად დაყოფა და მართვა;

გ) საერთაშორისო მიზნობრივი ბაზრების იდენტიფიცირება, ბაზრებზე შეღწევადობის და დამკვიდრების მიზნით, სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების განხორციელება;

დ) ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, ბიზნესასოციაციებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ე) ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, საერთაშორისო გამოფენებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზება და/ან მონაწილეობის ხელშეწყობა;

ვ) ქვეყანაში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება,  მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;

ზ) ადგილობრივი პროდუქტების და სერვისების საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შეფასება და დადებითი რეპუტაციის დამკვიდრების ხელშეწყობა.“.

6. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სააგენტოს  სამოქმედო გეგმის მიხედვით ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი შესრულების კოორდინაცია;

ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

გ) საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა;

დ) მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფინანსური ვალდებულებების შესრულების კონტროლი;

ე) შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება, კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო და პირდაპირი შესყიდვის წესით განსაზღვრული პროცედურების წარმართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ)  სააგენტოს  მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობებით და ლოჯისტიკური მომსახურებით უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

თ) სააგენტოს ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობებში;

ი) საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, წერილებისა და განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) პროექტების მომზადება;

ლ) სააგენტოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა (ქსელური მოწყობილობების მართვა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების სისტემური ადმინისტრირება);

მ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი;

ნ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

ო) პერსონალის შერჩევის პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესის შესაბამისად;

პ) სააგენტოს შინაგანაწესით განმტკიცებული ნორმების შესრულების მონიტორინგი;

ჟ) სააგენტოს შინაგანაწესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საქმის  წარმოება;

რ) პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;

ს) სააგენტოს თანამშრომელთა მონაცემთა ბაზისა და  პირადი საქმეების წარმოება;

ტ) საკადრო საქმისწარმოება;

უ) სტაჟირებისა და პრაქტიკის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;

ფ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადება;

ქ) თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება და პროცესის კოორდინაცია;

ღ) ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ხელშეწყობა.“.
7.   დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის შესაბამისად, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებით საზოგადოებაში სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;

ბ) სააგენტოს დადებითი იმიჯის უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;

დ) სააგენტოს საქმიანობაში დონორების ჩართვის ახალი ტენდენციებისა და გამოცდილების შესწავლა, კონკრეტული მექანიზმებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ე) საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების განხორციელებული პროგრამებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია;

ვ)  საერთაშორისო ღონისძიებების (ფორუმი, მისიები და ა.შ.) ორგანიზება, განხორციელება და კოორდინაცია;

ზ) მასმედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;

თ) სააგენტოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტებების, შეტყობინებების, საინფორმაციო ბიულეტენების, პრესრელიზების და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადება;

ი) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა;

კ) მედიამონიტორინგის ანალიზის მიხედვით, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ლ) დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ადგილზე და დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო ცენტრი და სხვ.) კონსულტაციის გაწევა;

მ) დაინტერესებული პირების მხრიდან შესაბამის მომართვაზე ინფორმაციის მოძიება და მიწოდება;

ნ) სატელეფონო გამოკითხვების განხორციელება;

ო) გაწეული კონსულტაციების შესახებ ანგარიშგებების მომზადება და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდება;

პ) მომსახურების ცენტრში დაფიქსირებული საკითხების ანალიზი და რეგულარული მონიტორინგი;

ჟ) სააგენტოს მომსახურების ცენტრის ელექტრონულ მისამართზე შემოსული კორესპონდენციის მართვა.“.
8. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და მომსახურების ცენტრი (სამსახური).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი ქობულია