საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4018-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.017900
4018-Iს
14/12/2018
ვებგვერდი, 25/12/2018
010250000.04.001.017900
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 94. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეები

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახეებია:

ა) კაპიტალური ტრანსფერი;

ბ) მიზნობრივი ტრანსფერი;

გ) სპეციალური ტრანსფერი.“.

2. 95-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. 154-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. 1551 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1551. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები

1. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დასაცავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დააწესოს ლიმიტები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით.

2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1145 მუხლით გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, დასაგეგმი წლის ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით განსაზღვრული ასიგნებები  მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულ ოდენობასთან შედარებით გაზარდონ არაუმეტეს დასაგეგმი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზირებული ნომინალური ზრდის პროცენტული მაჩვენებლით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შედეგად წინა წელთან შედარებით გაიზარდა მუნიციპალიტეტის ფუნქციები.“.

5. 164-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ამ მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად მათ ბიუჯეტებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოეყოფა სპეციალური ტრანსფერი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

ქუთაისი,

14 დეკემბერი 2018 წ.

N4018-Iს