დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 18/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.110.016002 |
|
აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის –
სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის, ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-12-მე-17 პუნქტების შესაბამისად და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის (2018 წლის 31 ივლისის სხდომის №11 ოქმიდან ამონაწერი) გათვალისწინებით, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩას მიენიჭოს დანიელ თოფურიას სახელი. 2. აბრა წარწერით „დანიელ თოფურიას სახელობის ქუჩა“ დაიდგას აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩის შემოსასვლელში. 3. ეს განკარგულება: ა) რეაგირებისათვის გადაეგზავნოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს და ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; ბ) მიღებიდან 10 დღის ვადაში: ბ.ა) გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; ბ.ბ) გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის – სოფელ მაცხოვრისკარის №1 ქუჩისათვის დანიელ თოფურიას სახელის მინიჭების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 ოქტომბრის №42 განკარგულება. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, სენაკის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. №247). 6. განკარგულება ძალაშია მიღებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მ. კვიტაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები