დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 460 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017163 |
|
„ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანებით (სსმ, 186, 28/12/2007, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.315) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოპერაციები და სხვა მოვლენები ბუღალტრულ ჩანაწერებში აღირიცხება პირველად დოკუმენტებში მითითებული ეკონომიკური მოვლენის მოხდენის თარიღით და მიეკუთვნება იმ პერიოდის ანგარიშგებას, როდესაც მას ჰქონდა ადგილი, გარდა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული გამონაკლისებისა.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნებების არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული კომუნალური მომსახურების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სხვა უწყვეტი მომსახურების შესყიდვისას, ასევე საბიუჯეტო წლის დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურებისას, თუ ხარჯის მოცულობის გაანგარიშება ხდება ნამუშევარი დროის ან შესრულებული სამუშაოს მიხედვით და ანგარიშსწორება ხდება მომდევნო საბიუჯეტო წელს, დასაშვებია ოპერაციების აღრიცხვა პირველადი დოკუმენტების ორგანიზაციაში წარდგენის/შექმნის თარიღით და მიკუთვნება იმ პერიოდის ანგარიშგებისთვის, რომელ პერიოდშიც მოხდა მათი წარდგენა/შექმნა.“. 2. 29-ე მუხლის: ა) 35-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „35. ანგარიში – „სოციალური დახმარებით დარიცხული ვალდებულებები“ (3270) მოიცავს: ფულადი ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3271), სასაქონლო ფორმით გაწეულ სოციალური დახმარებით დარიცხულ ვალდებულებებს (3272), სახელმწიფოს ვალდებულებას საპენსიო სქემაში შენატანით (3273), დამქირავებლის ვალდებულებას საპენსიო სქემაში შეტანით (3274) და მომუშავეთა ვალდებულებას საპენსიო სქემაში შენატანით (3275).“ ბ) 37-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371, 372 და 373 პუნქტები: „371. ანგარიშზე – „სახელმწიფოს ვალდებულება საპენსიო სქემაში შენატანით“ (3273) –აღირიცხება სახელმწიფოს მიერ საპენსიო სქემაში მონაწილის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანი. 372. ანგარიშზე – „დამქირავებლის ვალდებულება საპენსიო სქემაში შენატანით“ (3274) –აღირიცხება დამსაქმებელის მიერ საპენსიო სქემაში დასაქმებულის სასარგებლოდ, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანი. 373. ანგარიშზე – „მომუშავეთა ვალდებულება საპენსიო სქემაში შენატანით“ (3275) – აღირიცხება დამსაქმებელის მიერ საპენსიო სქემაში მონაწილე დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანი.“. 3. ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები