ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ

ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/10/1334
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 06/12/2018
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016375
1/10/1334
06/12/2018
ვებგვერდი, 20/12/2018
000000000.00.000.016375
ააიპ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №1/10/1334

 

2018 წლის 6 დეკემბერი

ქ. ბათუმი


კოლეგიის შემადგენლობა :

მერაბ ტურავა –  სხდომის თავმჯდომარე , მომხსენებელი მოსამართლე ;

ევა გოცირიძეწევრი ;

გიორგი კვერენჩხილაძეწევრი ;

მაია კოპალეიშვილიწევრი .

სხდომის მდივანი : მანანა ლომთათიძე .

საქმის დასახელება : ააიპსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივასაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ .

დავის საგანი : „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებულიმოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის ” 127 მუხლის მე -2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლის პირველ და 41- მუხლის პირველ პუნქტებთან მიმართებით .

 I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1334) მომართა ააიპსაქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ “. კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 20 ივლისს . კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2018 წლის 6 დეკემბერს .

2. №1334 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 42- მუხლის პირველი პუნქტ და 89- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლისქვეპუნქტი და 39- მუხლი პირველი პუნქტისქვეპუნქტი ; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე -15 და მე -16 მუხლები .

3. „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესის 127 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დახურულ სხდომაზე .

4. საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება , ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 41- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად , საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს , კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას , აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს , თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო , პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას .

5. №1334 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია , რომ სადავო ნორმის საფუძველზე , გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან ტარდება დახურულ სხდომაზე . შესაბამისად , დაინტერესებულ პირებს ერთმევათ შესაძლებლობა , დაესწრონ სხდომას და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ , თუ როგორ წარსდგა მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი საბჭოს წინაშე , რა კითხვები დაისვა სხდომის მიმდინარეობისას და რა იყო კანდიდატთა პასუხები . ამასთან , მხარისათვის ხელმიუწვდომელია სხდომის შედეგად შექმნილი ოფიციალური ინფორმაცია , მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები . მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , ინფორმაციის მიღების თავისუფლება მოიაზრებს ინფორმაციის მიღების პირველწყაროზე , კერძოდ მისი შექმნის პროცესზე ხელმისაწვდომობასაც . შესაბამისად , საქართველოს კონსტიტუციით დაცული ინფორმაციის მიღების თავისუფლება გულისხმობს ასევე იუსტიციის საბჭოს იმ სხდომებზე წვდომის თავისუფლებასაც , რომელზეც ხდება მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება .

6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , სადავო ნორმა ასევე ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ კანონით მოწესრიგების ფორმალურ მოთხოვნას . მიუხედავად იმისა , რომსაერთო სასამართლოების შესახებსაქართველოს ორგანული კანონი ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგად კომპეტენციებს , რომელთა შორისაცაა მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურის განსაზღვრა , არც აღნიშნული და არც სხვა საკანონმდებლო აქტით დადგენილი არ არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება - შეზღუდოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა . ამგვარად , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ კანონმდებელს არ მოუხდენია ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის კომპეტენციის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის დელეგირება და , რამდენადაც სადავო კანონქვემდებარე აქტით საბჭო აწესებს ინფორმაციის მიღების უფლების შეზღუდვას , ირღვევა კონსტიტუციით გათვალისწინებული კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნა .

7. მოსარჩელის მითითებით , იმის მიუხედავად , სასამართლო გაიზიარებს თუ არა მის პოზიციას , სადავო ნორმის ფორმალური კანონიერების დარღვევასთან მიმართებით , გასაჩივრებული ნორმა მაინც არაკონსტიტუციურია , რამდენადაც ის ასევე ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების მოთხოვნას . მოსარჩელე აღნიშნავს , რომ , ზოგადად , ინფორმაციის თავისუფლების უფლება შესაძლოა შეიზღუდოს ღირებული მიზნის მისაღწევად . ამ შემთხვევაშიც , სავარაუდოდ , იარსებებს ასეთი ლეგიტიმური მიზანი , კერძოდ , მოსამართლეობის კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დაცვა . თუმცა , მოსარჩელის პოზიციით , ასეთი ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებშიც , სადავო ნორმის ბლანკეტურობიდან გამომდინარე , დადგენილი მოწესრიგება არ არის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება . მოსარჩელე მიიჩნევს , რომ , ზოგადად , სხდომა უნდა იყოს საჯარო და მისი დახურვა , პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით , შეიძლება მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობისას . ხსენებული არგუმენტაციისა და საჯარო ინფორმაციის მნიშვნელობაზე მითითებით , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 41- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით .

8. №1334 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ასევე არაკონსტიტუციურადაა მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . მოსარჩელე მხარე აღნიშნავს , რომ ეს კონსტიტუციური დებულება , გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად , იცავს ინფორმაციის პროაქტიულად მოთხოვნის უფლებასაც და რამდენადაც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასწრება წარმოადგენს საჯარო ინტერესის საგანს , ხსენებული ინფორმაცია არსებითია გამოხატვის თავისუფლებისთვის . ამგვარად , მოსარჩელე მხარე ზემოთ მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიჩნევს , რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 24- მუხლის პირველ ნაწილთან მიმართებით .

9. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე .

 

II

სამოტივაციო ნაწილი

 

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ №1334 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებსსაკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე -16 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე -18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი .

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს კონსტიტუციის 89- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271 მუხლის პირველი პუნქტის , 31- მუხლის მე -2 პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 43- მუხლის პირველი , მე -2, მე -5, მე -8, მე -10 და მე -13 პუნქტების , „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე -16 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , მე -17 მუხლის მე -5 პუნქტის , მე -18 მუხლის , 21- მუხლის პირველი პუნქტის და 22- მუხლის პირველი , მე -2, მე -3 და მე -6 პუნქტების საფუძველზე ,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს :

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1334 კონსტიტუციური სარჩელი („ააიპსაქართველოს დემოკრატიული ინიციატივასაქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ “).

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია .

3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყებასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს დასაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

ოლეგიის შემადგენლობა :

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი