დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.110.016375 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 ოქტომბრის №1951 განკარგულებითა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ოქტომბრის №1993 განკარგულების გათვალისწინებით აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 დეკემბრის №56 დადგენილებაში, (www.matsne.gov.ge, 15.12.2017 სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.110.016.319) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 14450.8 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები 14450.8 ათასი ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 10466.0 ათასი ლარი; მათ შორის: ა.გ.ა) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი 5149.6 ათასი ლარი;
ა.დ) სარეზერვო ფონდი 6.0 ათასი ლარი.
აბაშის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი თავი I აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. აბაშის მუნიციპალიტეტის ბალანსი განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11782.6 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 4. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1090.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 5. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10466.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 6. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 226.6 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 7. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5755.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8478.1 ათასი ლარის ოდენობით: ა) განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8481.1 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით
მუხლი 10. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 2665.2 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2665.2 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 13. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალსიწინებული გადასახადების დაფინანსების მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 6.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 147.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქრთველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70.0 ათასი ლარი; ბ) "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" და "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 70.5 ათასი ლარი; გ) "სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2.5 ათასი ლარი; დ) "იძულებით გადადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4.0 ათასი ლარი; 2. "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი II აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 16. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შიდა სამიმოსვლო გზების მოხრეშვა და მოასფალტება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ასფალტო-ბეტონის საფარით და ბავშვთა სათამაშო მოედნების მოწყობა, წყალსაწრეტი არხების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა, სკვერებისა და პარკების გამწვანება, ასევე ხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ასფალტო-ბეტონის საფარით კაპიტალური მოწყობის სამუშაოები, არსებული გზებისა და ხიდ-ბოგირების მშენებელობა და მიმდინარე რემონტი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია განხორციელებულ სამუშაოებზე საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა (ექსპერტიზა) და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის №136 განკარგულებით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან" დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით და ადგილობრივი თანადაფინანსებით მოეწყობა: აკაკის ქუჩის ბოლოდან სოფ. კოდორის მიმართულებით, სოფ. ზანათში მდ. აბაშის ხიდიდან სკოლის მიმართულებით, სოფ. მარნის ცენტრიდან სოფ. პირველი მაისის მიმართულებით, გამსახურდიას ქუჩის IV შესახვევის, ცანავას ქუჩის (გაზის კანტორიდან თავისუფლების ქუჩამდე), ნინოშვილის l შესახვევიდან იოსელიანის ქუჩის შეერთებამდე, სოფ. მაცხოვრისკარიდან სოფ. ძველი აბაშის მიმართულებით, გეზათის ცენტრიდან სკოლის მიმართულებით, პირველიმაისის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ თხმელარში, სოფ მარანში ჯანელიძეების უბნიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე, სოფელ ზანათში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქ აბაშაში ჩიქოვანის ქუჩაზე, რკინიგზის გადასასვლელთან კილასონიასა და გამსახურდიას ჩიხებში გზის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ქუჩაზე, ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთამდე გზის რეაბილიტაცია, სუჯუნაში შიდა სამიმოსვლო გზის მოწყობა, ჯორჯიკიას ქუჩიდან პურსაცხობის გავლით თავისუფლების ქუჩამდე გზის მოწყობა,სუჯუნა-გულეიკარიჯაპანის გზის გადასახვევიდან სატრაქტოროს ქარხნამდე გზის მოწყობა და აბაშის ტერიტორიაზე ტროტუარის მოწყობის სამუშაოები. დაიგეგმოს აბაშის მუნიციპალიტეტში სოფელ მაიდნიდან მარტვილის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე, ქ. აბაშაში კ. გამსახურდიას 1 ჩიხი, კილასონიას 1 ჩიხი, ჯორჯიკიას ქუჩიდან პურსაცხობის გავლით თავისუფლების ქუჩამდე გზის ასფალტო-ბეტონით მოწყობისა და ქ. აბაშაში ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის სამუშაოებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 17.1 ათასი ლარი.(კოდი 0301010) გ.ა.ბ. დაიგეგმოს ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების შესაძენად 10.9 ათასი ლარი (მათ შორის: ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების შესაძენად 6.2 (6240 ლარი) ათასი ლარი; ზოგადი ხედვის კამერების და კვების ბლოკების შესაძენად 4.6 (4612 ლარი) ათასი ლარი). (კოდი 030104) გ.ა.გ. დაიგეგმოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები 1.2 ათასი ლაროთ. (კოდი030104) ბ.ა.დ. დაიგეგმოს საამშენებლო სამუშაოებისათვის აზომვითი ხელსაწყოების შესყიდვისათვის 2.0 ათასი ლარი. აგრეთვე მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულება, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით შემსყიდველის მიერ დაკავებული თანხა, მრავალწლიანი შესყიდვა, საფუძველი: 2014 წლის 9 ივნისის ელექტრონული ტენდერის საშუალებით გაფორმებული № 35 ხელშეკრულების დანართი, გარდამავალი პროექტების დაფინანსება). 1.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების განსახორციელებელ სამუშაოებზე საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა (ექსპერტიზა). პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თბილისი-სენაკი ლესელიძის საერთაშორისო ავტომაგისტრალზე გარე განათების მოწყობა
ქვეპროგრამის ფარგლებში განცხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არხებისა და მილხიდების გაწმენდა, რეაბილიტაცია, კერძოდ: სოფ. ძველი აბაშაში შუა სოფლის უბანში ღელე-არხის (ღანტკურა) გაწმენდას საორიენტაციო სიგრძით 2000 მ, სიგანე 4 მ, ნატანის ადგილზე გაშლით. ქ. აბაშაში დავით კაჭარავას ქუჩაზე არხისა და იქვე არსებული მილ-ხიდების გაწმენდას ნატანისაგან საორიენტაციო ზომებით 400მX0,8მX0,5მ, ამოღებული ნატანის გატანით. ქ. აბაშაში ცანავას ქუჩაზე არსებული კოლექტორული წყალსაწრეტი არხის მიერთებას მდ. ნოღელასთან დ=1000მმ რკინა-ბეტონის მილებით, საორიენტაციო სიგრძით 18 მ ბეტონის სათავისებით. დავით კაჭარავას ქუჩაზე წყალსაწრეტ არხზე 5 ადგილზე რკინა ბეტონის მილხიდის მოწყობას დ=1000მმ სიგრძე თითოეულზე 5 მ ბეტონის სათავისების მოწყობით. ქ. აბაშაში დავით კაჭარავას ქუჩის პირველი და მეორე შესახვევების შემაერთებელ გზაზე შეერთების ადგილას მილ-ხიდის მოწყობას ბეტონის სათავისებით დ=800მმ. სოფ. ზანათში ახობაძეების უბანში გზაზე ამორტიზირებული მილხიდის დემონტაჟს და ახალი რკინა ბეტონის მილხიდის მოწყობას დ==800მმ საორიენტაციო სიგრძე 7მ, ბეტონის სათავისებით. სოფ. ონტოფოში მდ. ნოღელის კალაპოტის გაწმენდას საორიენტაციო ზომით 1300მX8მ, ამოღებული მასის ადგილზე გაშლით. სოფ. გეზათში ყოფილი მესაქონლეობის ფერმის მიმდებარედ მდ. ნოღელის ტოტზე დამბის (მიწაყრილის) მოწყობას საორიენტაციო ზომებით 5მX2მX30მ. ქ. აბაშაში რკინიგზის გადასასვლელთან და ლიბერთი ბანკის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობას რკინა ბეტონითა და რკინის ცხაურებით საორიენტაციო ზომებით 140მX0.3მX0.3მ. სოფ. ქოლობანში - სოფ. ტყვირის პირველი მაისის და მარნის დამაკავშირებელ გზაზე არსებული ხიდის აღდგენა (ბურჯის გამაგრება, მოაჯირის მოწყობა, წყალამრიდების მოწყობა და ხიდის მარცხენა მხარეს ნაპირსამაგრის მოწყობა) ხიდის ზომებია 7მX10მ სოფ. ზანათში პატარა ტეხურზე მდებარე ხიდის აღდგენა ზომებით 8მX6მ (ბურჯის მოწყობა, წყალამრიდების მოწყობა და სავალი ნაწილის მოწყობა). სოფ. ტყვირისა და სოფ. ნაესაკოვოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენა ხიდის ზომებია ზომები 40მX4.5მ. გასამაგრებელია ხიდის ბურჯები რკინა-ბეტონით, ხიდის ზედაპირი, მოსაწყობია რკინის კონსტრუქციებით მოაჯირები ორივე მხარეს და წყალამრიდები. სოფ. ონტოფოში მდ. ნოღელაზე ხიდთან მისასვლელი გზის მოწყობა და ახალი საჭაპანო ხიდის მოწყობა რკინის კონსტრუქციებით საორიენტაციო ზომებით 15მX2,5მ. სოფ. წალიკარში კოლექტორულ არხზე მისასვლელი გზის მოწყობას და არხზე რკინა ბეტონის ახალი ხიდის მოწყობას საორიენტაციო ზომებით 8მX4მ. 1.2.2. ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელ სამუშაოებზე საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. დაგეგმილია ყოფილი აირწინაღების საწყობის შენობის რემონტი.დაიგეგმოს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის შეკეთების სამუშაოები 31.0 ათასი ლარით (ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით) (კოდი 0302020)
გ.ბ.ა.ა.ა. დაიგეგმოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საარჩევნო უბნებზე (5 ერთეული) დაგეგმილია 16 ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებრივი-საგანმანათელბლო შენობის მშენებლობა. 1.3. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 03)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ სუჯუნაში (ნატების მასივში) მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება (საქართველოს მთავრობის 15.06.2017 წლის №1213 განკარგულებით). ასევე გათვალისწინებულია განხორციელებულ სამუშაოებზე საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა (ექსპერტიზა). ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობის 2017 წლის №1213 განკარგულებით სოფელ სუჯუნაში მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. და ასევე ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობაზე ნებართვისთვის 14.0 ათასი ლარი (კოდი ) (3.1.1.1.11 სხვა შენობა ნაგებობები)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ქალაქის ტერიტორიის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების გატანა, ქალაქის ტერიტორიაზე მაწანწალა ძაღლების დაჭერა და მისი გადაყვანა თავშესაფარში, ქალაქ აბაშისა და სოფლის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-შენახვა და მისი ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; სკვერებისა და პარკის სეზონური ყვავილებით გაფორმება, მრავალწლიანი წიწვოვანი ხეების დარგვა და მოვლა; 1.4.1. სკვერების, ფასადების, პარკების, საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ აბაშაში სკვერებისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა (ექსპერტიზა). პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ზვად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოები. საქართველოს მთავრობის 18.01.2018 წლის №1236 განკარგულებით და ადგილობრივი თანადაფინანსებით აგრეთვე დაგეგმილია ქალაქ აბაშის ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოები. დაიგეგმოს აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 1.6 ათასი ლარი (ნაშთი) გ.დ.ბ. დაიგეგმოს ქ. აბაშის ცენტრში ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 17.0 ათასი ლარი. (ნაშთი) გ.დ.გ. დაიგეგმოს სოფელ ძველი აბაშაში სკვერის შემოღობვის სამუშაოები 5.3 აასი ლარის ოდენობით (ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით) (კოდი 03050104) გ.დ.დ. დაიგეგმოს სოფელ მაცხოვრისკარის სასაფლაოს ღობის რეკონსტრუქციის სამუშაოები 7.5 ათასი ლარით (ხარჯთაღრიცხვით ჩათვლით) (კოდი 03050106) 1.4.2. აბაშის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობა", რომელიც ახორციელებს ქალაქის ტერიტორიის ყოველდღიურ დაგვა-დასუფთავებას, საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლების ეზოების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლებას, ნაგავსაყრელზე ნაგვის კომპოსტირებას; ზამთრის პერიოდში დიდთოვლობის შემთხვევაში გზებისა და ტროტუარების ჭარბი თოვლისაგან გაწმენდას; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება არსებული გამწვანების მოვლა-პატრონობა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება; ქ. აბაშის და სოფლის ტერიტორიების განათება, ქსელისა და სანათი წერტილების ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა; უნიფორმის შეძენა მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების მიზნით; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სადღესასწაულო დღეებში ქალაქის გაფორმება სხვადასხვა დეკორაციით; დაგეგმილია ქალაქის სკვერის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა; ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, სუფთავდება სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, უპატრონო და მიტოვებული საფლავები იწმინდება მწვანე საფარისაგან; ნებაყოფლობითი ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია საფლავების მოვლა. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მიმდინარე წელს ფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქიონირებისათვის საჭირო ხარჯები; 2.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდირდება ა(ა)იპ „აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება", რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ნორმალურ აღზრდას, მათ ჰარმონიულ განვითარებას და სკოლისათვის მომზადებას, ბავშვთა აზროვნებას, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას, მათ ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას. მოზარდებში სხვისი აზრისა და საკითხებისადმი პატივისცემას და ჰიგიენური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას; სკოლისგარეშე საქმიანობაში ჩაბმულ მოსწავლეთა პიროვნების ინდივიდუალურ შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებას, ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას, ხელოვნების საფუძვლების გაზიარებას, ეროვნული მემკვიდრეობის შესწავლას, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 20 საბავშვო ბაღი და 1 ბაგა-ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 700-მდე ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს კვებითი მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯს, აგრეთვე ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. დ.ა. დაიგეგმოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლების ეწერის, სამიქაოს და ზანათის საბავშვო ბაღების შენობების შეკეთების სამუშაოები 27.0 ათასი ლარის ოდენობით. (ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით) (კოდი 040101) დ.ბ. ქ. აბაშაში კვათანის უბანში, სოფელ კეთილარში და სოფელ ნაესაკოვოში საბავშვო ბაღების ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის 0.9 ათასი ლარი. (ნაშთი) (კოდი 040101) 2.2. საჯარო სკოლების დაფინანსება; დაგეგმილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ფინანსდება ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და სპორტული ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; ასევე ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სკოლისგარეშე სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სპორტის ცალკეული სახეობების მიხედვით მოსწავლე-სპორტსმენების დაოსტატება, პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მომზადება, საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება. დაიგეგმოს სპორტული სკოლის შენობის შეკეთების სამუშაოები (ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით) 12.8 ათასი ლარით. (კოდი 05010101) ე.ა.ბ. დაიგეგმოს ცენტრალური სტადიონის შენობის შეკეთების სამუშაოები (ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით) 20.0 ათასი ლარით. (კოდი 05010102) 3.1.1. ა(ა)იპ – აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ა(ა)იპ „აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი"-ს სუბსიდირება, რომლის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება, მასობრივი სპორტის განვითარება, სპორტული და სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარება; ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სკოლისგარეშე სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, სამედიცინო-დიაგნოსტიკური პროცესის ორგანიზება, სპორტის ცალკეული სახეობების (ჭადრაკი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ფუთძალი, კრივი, ძიუდო, მძლეოსნობა, რაგბი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, ქალთა და ვაჟთა ჰოკეი) მიხედვით მოსწავლე-სპორტსმენების დაოსტატება, პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების მომზადების საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და ნაკრების გუნდებისათვის რეზერვის მომზადება, თანამედროვე საწვრთნელი პროცესის დანერგვა; სპორტსმენების, ნაკრები გუნდების სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში, ტურნირებში, პირველობებში, სპარტაკიადებში, სასწავლო-საწვრთნელი შეკრებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, მწვრთნელ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში, სემინარებში მონაწილეობისათვის ხელშეწყობა; 3.1.2. ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბი ზანა“ (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება დაფინანსება, რომლის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩართვა სკოლისგარეშე სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში, ფეხბურთის განვითრებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა და პოპულარიზაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და დამკვიდრება; საფეხბურთო ჯგუფებისა და გუნდებისათვის პერსპექტიული ჭაბუკი სპორტსმენების, მუნიციპალიტეტის და ეროვნული ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების და წევრებისათვის თანამედროვე სასწავლო, საწვრთნელი პროცესის დანერგვა, მოსწავლე სპორტსმენების დაოსტატება, ნაკრები გუნდებისათვის რეზერვის მომზადება; ცენტრის მოსწავლეთათვის მატერიალური-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზების აღჭურვა, კეთილმოწყობა, სამედიცინო-დიაგნოსტიკური, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცესის ორგანიზება; საფეხბურთო კლუბ ზანაში ფუნქციონირებს ერთი რეგიონალური ლიგა 3 ასაკობრივი გუნდი (U11, U13, U14,) და ერთი არასაშეჯიბრო გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული კალენდრის მიხევით მონაწილეობენ რეგიონის საფეხბურთო ღონისძიებებში. სულ კლუბში ირიცხება 80 ფეხბურთელი. ასევე კლუბი ორგანიზატორობს სხვადასხვა ადგილობრივ ღონისძიებებს – ვეტერან ფეხბურთელთა ხსოვნისადმი მიძღვნილ, ცნობილი ადამიანების თასის გათამაშებას, მუნიციპალიტეტის პირველობა სოფლებს შორის. 3.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები;
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლა; 3.2.1.1. ა(ა)იპ – აბაშის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „აბაშის ხელოვნების სკოლა", სადაც მიმდინარეობს მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, სწავლის ხანგრძლივობაა 7 წელი; პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; მოსწავლეებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარების, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის; სკოლა ზრუნავს აღსაზრდელები აზიაროს ხელოვნების საფუძვლებს, ქართული და მსოფლიო ხელოვნების ნიმუშებს; გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები, დაეხმაროს მათ პროფესიული ორიენტაციის და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში; მოსწავლეები მონაწილეობენ შიდა სასკოლო, რეგიონულ და რესპუბლიკურ კონკურსებში. სკოლაში სწავლობს 180 მოსწავლე, სასწავლო წლის განმავლობაში მშობელთა შემონატანი შეადგენს 20,0 ათას ლარს, აღნიშნული თანხა მიმართულია პედაგოგთა ხელფასების დასაფინანსებლად; 3.2.1.2. ა(ა)იპ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი", რომლის მიზანია არსებული კულტურულ-შემოქმედებითი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზების შენარჩუნება, შემდგომი სრულყოფა, განვითარება, ზრუნვა ახალი საშემსრულებლო კოლექტივებისა და ბაზების შექმნისთვის; კულტურული ტრადიციების დაცვა, ხალხური შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა, ქორეოგრაფიული, სასიმღერო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშების შეგროვება, შესწავლა, პოპულარიზაცია, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის უწყვეტობა; კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის კოორდინირება, ახალი პროგრამების შემუშავება და განხორციელება. ხელოვნების სხვადასხვა დარგის, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების განვითრებისათვის ხელშეწყობა; კონკურსების, ფესტივალების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მისი საქმიანობის შესაბამისი სხვა სახის გამოფენა-გაყიდვების, საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზება-ჩატარება, სხვადასხვა ჟანრის, ფორმის კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების სახალხო ზეიმების, დღესასწაულების გამართვა; თეატრალური ხელოვნების პროპაგანდა; სამუზეუმო საქმიანობის წარმართვა, აბაშელი პოეტების, მწერლების, მეცნიერების, ხელოვნების, საზოგადო მოღვაწეების ცხოვრების საქმიანობის წარმოჩენა-პოპულარიზაცია, იუბილეების, შემოქმედებითი საღამოების ორგანიზება; ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ბიბლიოგრაფიული მომსახურების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საბიბლიოთეკო მომსახურების სწორი ორგანიზება; საბიბლიოთეკო დოკუმენტების ფონდების განახლება-შევსება ახალი ბეჭდური პროდუქციით, მათი სრულყოფილად ფორმირება ათწილადი კლასიფიკაციის მიხედვით, დაცვა, პოპულარიზაცია, სრულად და ეფექტურად გამოყენება; საკატალოგო, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული აპარატის საქმიანობის მეთოდური სამსახურის კოორდინაცია; საბიბლიოთეკო სტანდარტების დაცვა, ყველა ასაკის მკითხველის მომსახურება საჭირო ინფორმაციით და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით, მკითხველთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი, ორი მუზეუმი და 7 სოფლის კლუბი, ასევე ერთი მთავარი ბიბლიოთეკა და 17 სასოფლო საბიბლიოთეკო განყოფილება. 3.2.2. ა(ა)იპ საინფორმაციო მაუწყებელი „აბაშის მაცნე" (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდირდება საინფორმაციო მაუწყებელი „აბაშის მაცნე", რომელიც გამოსცემს გაზეთს, მის დამატებებს, ეწევა სხვადსხვა სახის საგამომცემლო საქმიანობას, აგროვებს, გადაამუშავებს და ავრცელებს ინფორმაციას ლიტერატურის, ხელოვნების და საზოგადოებრივი დარგების შესახებ; უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში დაქვემდებარებულ ადმისნიტრაციულ ერთეულში ინფორმაციის მიწოდებას, სხვადასხვა უწყებებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებსა და მოსახლეობის ფართო მასებზე;
თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა ხელმისაწვდომი გახადოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ფართო მასებისთვის, გაავრცელოს და მოსახლეობამდე დაიყვანოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობა, ასევე იურიდიული და ეკონომიკური ინფორმაციები, მეორე მხრივ მოქალაქეებს მისცეს უფლება და შესაძლებლობა გაზეთის საშუალებით გამოხატონ საკუთარი აზრი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ, შეიტანოს კონკრეტული წინადადებები მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეუწყოს ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების სრულყოფას, გამოაქვეყნოს თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტები, დადგენილებები და განკარგულებები, გააშუქოს საარჩევნო პროცესი და არსებული კანონმდებლობით მომსახურება გაუწიოს მოქალაქეებს, წარმოება-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს, შეუძლია მოაწყოს ადგილობრივი რადიო-ტელე გადაცემები;
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსების ხარჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 3.3. რელიგიური ძეგლების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 05 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ძეგლების მოვლა-პატრონობა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 4.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 0601) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ „აბაშის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას კერძოდ: სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება, გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის განხორციელება, პირველადი ეპიდკვლევის და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა. იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა. დაავადებათა აღმოცენების და გავრცელების შემცირება პრევენციული კონტროლის გზით, ეპიდსიტუაციის გამწვავების დროს სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება; ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებების, მასობრივი მოშხამვის, პროფესიული დაავადების თავიდან აცილება; მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარული-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის და ხელშეწყობის მიზნით საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ინფორმირება არაგადამდებ დაავადებათა აღმოცენების პრევენციის საკითხებზე, მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედი უნარ-ჩვევის პროპაგანდა.
ამასთან, ქვეყნის მასშტაბით კვლავ რჩება C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და შიდსის დიაგნოსტირებისა და მკურნალობაში მოსახლეობის მაქსიმალურად ჩართვა. C ჰეპატიტის, ელიმინაციის პროგრამის წარმატებით შესრულებაში იკვეთება ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან კონსულტირებით შემუშავდა პილოტური პროგრამა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სკრინინგული კვლევისათვის.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარების იმ სამედიცინო მომსახურების წილის თანადაფინანსებას პაციენტის დაუფინანსებელ წილში: ა) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 100.000 ჩათვლით,სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: 100(ასიათასი)ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 100%-ით, ხოლო 501 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში 80%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა. ა.ბ) ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 101000-დან 200000 ჩათვლით სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: ა.გ). 200(ორასი) ლარიდან ღირებულების – 70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა. ა.დ). ბენეფიციარები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან სოციალური მომსხურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და გააჩნიათ სარეგისტრაციო ქულა 200 000-ზე ზევით, ან არ არიან რეგისტრირებულები სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ გააჩნიათ სარეგისტრაციო ქულა, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას დაფინანსდეს: ა.ე). 250 ლარიდან 1000 ლარამდე ღირებულების შერმთხვევაში – 50%-ით; ა.ვ). 1001 - ლარიდან 2000 ლარამდე ღირებულების შემთხვევაში – 40%-ით; ა.ზ). 2001 ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 30 %-ით, მაგრამ არა უმეტეს 1200 (ათასორასი) ლარისა. ა.თ) 0-დან 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს: 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების შემთხვევაში 100%-ით, 501(ხუთასერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში-70%-ით, მაგრამ არა უმეტეს 1500 (ათასხუთასი) ლარისა. ქვეპოგრამის ფარგლებში იგეგმება ქ. აბაშაში სსიპ“საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის" ოფისის მშენებლობის სამუშაოები. 4.3. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 0603)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა შერჩევა, მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტური პროგრამის ბენეფიცირების ყოველდღიურად ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა, პროგრამის განხორციელების მონიტორინგი-მართვა (სულ 50 ბენეფიციარი);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიური უბედურების (ხანძარი, წყალდიდობა და ქარიშხალი) შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი დახმარების გაწევა თითოეულზე 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით (სულ 10 ბენეფიციარი);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების ოჯახებზე ფულადი დახმარების გაწევა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება (თითოეულზე 300 ლარის ოდენობით, სულ 5 ბენეფიციარი);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მარჩენალდაკარგულ ბავშვებზე (ერთ-ერთი მშობელი) ერთდროული ფულადი დახმარების გაწევა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება (თითოეულზე 150 ლარის ოდენობით, სულ 136 ბენეფიციარი);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ომის მონაწილე ვეტერანებზე ფულადი დახმარების გაწევა და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემსუბუქება (სულ 222 ბენეფიციარი (მათ შორის: 4 ბენეფიციარი-300 ლარი (მეორე მსოფლიო ომის მონაწილე) სხვა დანარჩენი 218 ბენეფიციარი-150 ლარი);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შედეგად გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება (თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით, 10 ბენეფიციარი (დელეგირებული უფლებამოსილებით);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გარდაცვლილ დევნილთა ოჯახზე სარიტუალო ხარჯებისათვის დახმარების გაცემა 200 ლარის ოდენობით (20 ბენეფიციარი, დელეგირებული უფლებამოსილებით 4.0 ათასი ლარის ფარგლებში);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ოჯახისათვის მატერიალური დახმარების გაწევა (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით, სულ 50 ბენეფიციარი);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ამ კატეგორიის ბენეფიციართათვის მატერიალური დახმარების გაწევა (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით, სულ 20 ბენეფიციარი);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დიალიზის პროგრამით მოსარგებლეთათვის მატერიალური დახმარების გაწევა მგზავრობისათვის (თითოეულზე ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, სულ 10 ბენეფიციარი);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეთა დახმარება (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით, სულ 170 ბენეფიციარი);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება 300 ლარის ოდენობით (სულ 50 ბენეფიციარი);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარება თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით, სულ 1050 ბენეფიციარი;
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 100 წელს მიღწეული მოქალაქის დახმარება (თითოეულზე 500 ლარის ოდენობით, სულ 1 ბენეფიციარი); თავი III აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 17. აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები