დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.141.016275 |
50
18/12/2018
ვებგვერდი, 21/12/2018
010250050.35.141.016275
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
|
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს:
|
|
1.
დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 ოქტომბრის №47 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 01/11/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016272) შეტანილი შემდეგი ცვლილება:
ა) დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) დანართის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“;
გ) დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება:
ა) თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
ბ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 2/3-ის მოთხოვნის საფუძველზე;“;
დ) დანართის მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„51. მუხლი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმების საფუძვლები
საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება გაუქმდეს საპატიო მოქალაქის საკუთარი ინიციატივით, წერილობითი განცხადების წარმოდგენის საფუძველზე.“.
|
2.
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები