დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 26 |
დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 17/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.109.016292 |
|
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
|
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2018, საიდენტიფიკაციო კოდი: 190020020.35.109.016262) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ა.“, „ა.ბ.“ და „ა.გ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) შემოსულობები –11248.9 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები – 12178.9 ათასი ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი – 9533.9 ათასი ლარი, აქედან: ა.გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი – 5500.8 ათასი ლარი; ა.გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი – 155.0 ათასი ლარი; ა.გ.გ) რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი – 3878.1 ათასი ლარი.“;
|
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
|
ბ.ა)
1-ლი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11148.9 ათასი ლარის ოდენობით.
|
ბ.ბ)
მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9533.9 ათ. ლარის ოდენობით.
|
ბ.გ)
მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6435.3 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5566.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5666.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
ბ.დ)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით.
“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები