დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/590 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016581 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.024.016174, 23/04/2012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადა შეადგენს ერთ თვეს განცხადების რეგისტრაციიდან, გარდა ამ წესით განსაზღვრული მომსახურებისათვის დადგენილი დაჩქარებული მომსახურების ვადებისა.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობების მოქმედების ვადის გაგრძელება: ფ.ა) ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის – 250 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 500 ლარი; ფ.ბ) „კომერციული პილოტის მოწმობის“ – 200 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 400 ლარი; ფ.გ) მოყვარული პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის/პლანერის პილოტის მოწმობების – 125 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 250 ლარი; ფ.დ) აერნაოსნის მოწმობის, ბორტინჟინრის მოწმობის, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის მოწმობის – 200 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 400 ლარი; ფ.ე) ბორტრადისტის, ტექნიკური პერსონალის მოწმობის – 150 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 250 ლარი; ფ.ვ) ბორტგამყოლის, ბორტოპერატორის მოწმობის – 75 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი; ფ.ზ) ავიადისპეტჩერის მოწმობის – 150 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს – 250 ლარი; ბ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) საფრენოსნო-ტექნიკური პერსონალის მოწმობებში საკვალიფიკაციო აღნიშვნა – 50 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს – 150 ლარი; გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“, „ჰ1“ და „ჰ2“ ქვეპუნქტები: „ჰ) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიკატის გაცემა: ა) სრულპილოტაჟიანი საწაფის – (FFS) 3000 ლარი; ბ) საფრენოსნო საწვრთნელი მოწყობილობის – (FTD) – 2000 ლარი; გ) ფრენისა და სანავიგაციო პროცედურების დანადგარის – (FNPT) 1500 ლარი; დ) სახელსაწყო ფრენის ძირითადი საწვრთნელი მოწყობილობის – (BITD) 1000 ლარი. ჰ1) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის სერტიფიკატში ცვლილების შეტანა: ა) სრულპილოტაჟიანი საწაფის – (FFS) – 300 ლარი; ბ) საფრენოსნო საწვრთნელი მოწყობილობის – (FTD) – 200 ლარი; გ) ფრენისა და სანავიგაციო პროცედურების დანადგარის – (FNPT) – 150 ლარი; დ) სახელსაწყო ფრენის ძირითადი საწვრთნელი მოწყობილობის – (BITD) – 100 ლარი. ჰ2) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) მომსახურებაზე ზედამხედველობა: ა) სრულპილოტაჟიანი საწაფის (FFS) – 750 ლარი წელიწადში; ბ) საფრენოსნო საწვრთნელი მოწყობილობისთვის (FTD) – 500 ლარი წელიწადში; გ) ფრენისა და სანავიგაციო პროცედურების დანადგარისთვის (FNPT) – 300 ლარი წელიწადში; დ) სახელსაწყო ფრენის ძირითადი საწვრთნელი მოწყობილობისთვის (BITD) – 250 ლარი წელიწადში. 3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „ე“ ქვეპუნქტით, „ე1“ ქვეპუნქტით, „შ“ ქვეპუნქტის „შ.დ.ა-შ.დ.გ“, „შ.დ.ე“ ქვეპუნქტებით, „ჩ“ ქვეპუნქტის „ჩ.დ“ ქვეპუნქტით, „ჭ“ ქვეპუნქტის „ჭ.ა“ ქვეპუნქტით, „ჯ“ ქვეპუნქტით და „ჰ2“ ქვეპუნქტით წლიურად დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს თანაბარნაწილად, ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები