დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/591 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016580 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/583 ბრძანებით (სსმ, ვებპორტალი, 110414010, 14/04/2011) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი: „ი2 ) ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) სერტიფიკატის გაცემა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და ზედამხედველობა;“. 2. მე-5 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი – საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ექსპლუატანტის სერტიფიცირება, მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემის, გამოცვლის, მოქმედების ვადის გაგრძელების და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა და შესაბამისი რეესტრის წარმოება; პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (შემდგომში – საჰაერო ხომალდი) მარშრუტებზე ეკიპაჟის საფრენოსნო და მეთოდური შემოწმება; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება; ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირება, მასწავლებლის მოწმობის გაცემა; ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება; აეროპორტში საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმება (მათ შორის SAFA) და ავიასაწარმოების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი რეაგირება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება; საავიაციო-სამედიცინო-საექსპერტო კომისიის საქმიანობაზე ზედამხედველობა;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის დეპარტამენტი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდის ფრენისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო საბორტო დოკუმენტაციის გაცემა; ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს და ფრენის იმიტაციის საწვრთნელი მოწყობილობის (საწაფი) ექსპლუატანტის სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; საქართველოს აეროპორტებში საქართველოს და უცხო ქვეყნის სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირება (SAFA) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად; უცხო ქვეყნის მიერ გაცემული საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარება; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შეთანხმება; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის ანალიზი; ამ პუნქტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომზადება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში გამოსაქვეყნებლად გასაგზავნად; საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე მოდიფიკაცია/რემონტების ჩასატარებლად, საჰაერო ხომალდის ტიპის სერტიფიკატის მფლობელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლების, ან ამ სახელმწიფოს მიერ საჰაერო ხომალდის დამპროექტებელი სერტიფიცირებული ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული მონაცემების შეთანხმება;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები