დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140010000.22.034.016826 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140010000.22.034.016484) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო.“. 2. მე-9 მუხლის: ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი რანგის პირთა გადაადგილების პერიოდში ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა;“; ბ) „თ“-„ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-13 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131 დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს კომპეტენციაა: ა) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ადმინისტრაციასთან (სამმართველო) კოორდინაციით, მასობრივი სპორტული, სანახაობრივი და სხვა სახის ღონისძიებების, ასევე მნიშვნელოვანი მოვლენების განხორციელების პერიოდში ორგანიზების და კონტროლის უზრუნველყოფა; ბ) პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინური და სხვა გადაცდომების პრევენციის კოორდინაცია, გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში დანიშნული სამსახურებრივი შემოწმება; გ) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით დეპარტამენტის დანაყოფების ინფორმირება; დანაყოფებში სამოქმედო ოპერატიულ გეგმებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების სწორი წარმართვის კონტროლი; დ) დანაშაულებთან და სხვა სამართალდარღვევებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის დროული დამუშავების და შესაბამის მონაცემთა ბაზაში შეტანის კონტროლი; სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ე) საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, დაზარალებულთა დასახმარებლად, დამნაშავეთა დასაკავებლად, საავარიო-სამაშველო სამუშაოთა საწარმოებლად საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფების განწესება; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები