დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფი“- ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 758 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 14/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროცვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №758
2018 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61 -ე მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის და პირობების მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 ოქტომბრის №238/04 ბრძანების საფუძველზე:
1. გაუქმდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: N405191135) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით - 1160317 და დაიწყოს მისი ლიკვიდაცია;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯი-ეფ-ეს ჯგუფი“-ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 27 მარტის № 280 განკარგულება;
3. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ჯი-ეფ-ეს ჯგუფის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს თეიმურაზ ცერცვაძე (პირადი ნომერი: 18001006443);
4. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა (www.nbg.gov.ge) და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge). ასევე, გაეგზავნოთ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი საგადახდო სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ საგადახდო სისტემის მონაწილეს ю
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში >
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.
არჩილ მესტვირიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები