დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3578 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 25/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შესწავლის მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 3 თვის ვადით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 15 წევრით.
3. კომისიის წევრობის კანდიდატები წარდგენილ იქნენ 2006 წლის 26 ოქტომბრამდე.
4. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 24 ოქტომბერი.
№3578–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები