,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბოტანიკური ბაღის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბოტანიკური ბაღის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 176
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 02/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 000000.00(0).000.000000
  • Word
176
29/09/2009
სსმ, 119, 02/10/2009
000000.00(0).000.000000
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბოტანიკური ბაღის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №176

2009 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბოტანიკური ბაღის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ

    მუხლი 1

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ბოტანიკური ბაღი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბოტანიკური ბაღის უფლებამონაცვლედ.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერთების გზით რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება.

6. ამ დადგენილებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2010 წლის 1 იანვრამდე.

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულებისთანავე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბოტანიკური ბაღის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №412 ბრძანების კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად გამოცხადება.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური