დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3577 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 25/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე
რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეთა მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებული ქმედებების შესწავლის მიზნით,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 24 ოქტომბერი.
№3577–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები