საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი
დოკუმენტის ნომერი 188-04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2018
ძალაში შესვლის თარიღი 30/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016554
188-04
30/10/2018
ვებგვერდი, 24/12/2018
480610000.03.030.016554
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

ურთიერთგაგების მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სფეროში

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამინისტროს შორის 


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის  სამინისტრო  (შემდგომში   „მხარეებად“   წოდებულნი)  ხელს აწერენ წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის თაობაზე:

მიზნად ისახავენ რა გაიზარდოს ორმხრივი თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის მესაქონლეობის, მარცვლეული კულტურის, აკვაკულტურის, მეთევზეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით.

ადგენენ რა მხარეებს შორის თანამშრომლობის კავშირების შენარჩუნების და მხარეთა შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას;

გამოხატავენ რა სურვილს ხელი შეუწყონ ერთობლივ პარტნიორობას და გააძლიერონ ორმხრივი თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში, მათ შორის მესაქონლეობის, მარცვლეული კულტურის და მეთევზეობის მიმართულებით, ასევე სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის კუთხით, სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. 

თანხმდებიან შემდეგზე:


მუხლი I

თანამშრომლობა და დაგეგმილი საქმიანობები

აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარებას და თანამშრომლობის სფეროებში მართვის გაძლიერებას ეფექტური მომსახურების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებულ საქმიანობებში მონაწილეობას მიიღებენ  ორივე  მხარის დაქვემდებარებაში  მყოფი დეპარტამენტები/სააგენტოები თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად.

მუხლი II

თანამშრომლობის მიზანი

მხარეები ითანამშრომლობენ შემდეგი მიმართულებებით:

1. ტექნოლოგიურ და სამეცნიერო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებას სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობის, მარცვლეული კულტურების, აკვაკულტურის, მეთევზეობის და სოფლის განვითარების სფეროებში.

2. ერთობლივი კვლევითი და თანამშრომლობის პროექტების განხორციელება, კონფერენციების ან/და სემინარების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ზემოხსენებულ სფეროებში.

3. სანიტარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს შორის ორმხრივი დიალოგის გაძლიერება, აგრეთვე თანამშრომლობის ხელშეწყობა ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის საკითხებზე, მათ შორის აკვაკულტურისა და მეთევზეობის მიმართულებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების შესახებ ხელშეკრულების ვალდებულებების გათვალისწინებით.

4. ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა და ხელშეწყობა.

მუხლი III

კოორდინაცია

წინამდებარე მემორანდუმის დებულებათა შესრულების მიზნით და წინამდებარე მემორანდუმის პირობების შესაბამისად, მხარეები შექმნიან ერთობლივ ტექნიკურ კომიტეტს, ინფორმაციის, გამოცდილებისა და მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა მეთოდების ურთიერთგაცვლის მეთოდების გამოყენებით.

მუხლი IV

ინტელექტუალური საკუთრება და ინფორმაციის კონფიდენციალურობა

ორივე მხარის მიერ მიღებული იქნება ზომები ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხების მოწესრიგების მიზნით, მხარეთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

მუხლი V

დაფინანსება

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში წარმოებული თანამშრომლობის განხორცილებებისას მხარეები პასუხისმგებელნი არიან საკუთარ ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მხარეთა შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად.

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში პროგრამების, პროექტების ან საქმიანობის განხორციელების და კოორდინაციის მიზნით, მხარეებმა შესაძლებელია მოითხოვონ დაფინანსება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, თანამშრომლობის სააგენტოებიდან ან მესამე ქვეყნებიდან.

მუხლი VI

დავების მოგვარება და შენიშვნები

ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისა ან განმარტებასა დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა   შორის  დიპლომატიური  არხების  მეშვეობით   კონსულტაციების   და/ან მოლაპარაკების გზით.

მუხლი VII

ცვლილებები და დამატებები

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმში მხარეთა შორის წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა წინამდებარე მემორანდუმის შესაბამისად და იქნება წინამდებარე მემორანდუმის განუყოფელი ნაწილი.

მუხლი VIII

ძალაში შესვლა, ვადის გაგრძელება და ვადის ამოწურვა

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, იდება 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედება, მეორე მხარისათვის, ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, თავდაპირველი ან ნებისმიერი მორიგი ხუთწლიანი ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი მოქმედებას წყვეტს მეორე მხარის მიერ გამოგზავნილი კომუნიკაციის მიღების თარიღიდან. აღნიშნული არ ახდენს გავლენას მიმდინარე აქტივობების, პროექტებისა და პროგრამების დასრულებაზე.

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შესრულებულია ქ.  მონტევიდეოში, 2018 წლის 30 ოქტომბერს ,ორ დედნად, თითოეული ქართულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმის განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის

           მინისტრი

ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის

სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის მინისტრი

ლევან დავითაშვილი

ენზო ბენეჩი

(ხელმოწერილია)

(ხელმოწერილია)