დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 57 |
დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016279 |
|
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 დეკემბრის №28 დადგენილებაში (სსმ 01.01.2018 წ., სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.131.016222) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
. |
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანადართული რედაქციით:
(ლარი)
|
მუხლი 2.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 32 065 219 ლარის ოდენობით.
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4 000 000 ლარის ოდენობით.
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 25 338 263 ლარის ოდენობით.
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 726 956 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 377 279 ლარის ოდენობით თანადართული რედაქციით.
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 17 254 751 ლარის ოდენობით, მათ შორის.
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 17 254 751 ლარის ოდენობით, თანადართული რედაქციით;.
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 191 635 ლარის ოდენობით,
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 31 632 030 ფუნქციონალურ ჭრილში, თანადართული რედაქციით.
(ლარი)
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 624 824 ლარის ოდენობით. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - (-663 946) ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-1 288 770) ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 120 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული, კულტურული ღონისძიებები |
სპორტულ, კულტურულ პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
1.1 . სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირებისა და გაწვევებთან დაკავშირებული ხარჯების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებულ რეაბილიტირებულ ქუჩებში გადაადგილების უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირება, მგზავრთა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილების უზრუნველყოფა, გზებზე უსაფრთხო გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ჩამოსული ტურისტებისათვის მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნას და ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას. 2.1.1. ქუჩების, ქუჩებს შორის გადასასვლელების (მათ შორის ტროტუარებისა და ბორდიურების) კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 01) . ქვეპროგრამა ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებს ქალაქ ქობულეთში შიდა საქალაქო ქუჩების და ტროტუარების მოწყობას, ქუჩების მოასფალტებას, დეკორატიული ფილებით მოპირკეთებისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს.კერძოდ დაგეგმილია: ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა (II ეტაპი) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობა, საჯარო სკოლებთან და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი და მოეწყობა ვიბრო ხაზები. ასევე დაგეგმილია გელაურის უბნის (აჭარის ქუჩა; თხილაიშვილის ქუჩა; წერეთლის ქუჩა) კეთილმოწყობა, რომლის ფარგლებში მოხდება აჭარის, თხილაიშვილის და წერეთლის ქუჩების მოწესრიგების სამუშაოები, კერძოდ: მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა; ტროტუარები და სავალი გზის სავალი ნაწილი მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, შეიქმნება ხელმისაწვდომი გარემო შშმ პირებისათვის. ასევე დაგეგმილია ქ. ქობულეთში, კარიერის უბნის კეთილმოწყობა (მე-3 უბანი) რომლის ფარგლებში დაგეგმილია კარიერის მე-3 უბნის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას; ტროტუარების და გზის სავალი ნაწილის დეკორატიული ფილებით და ასფალტო ბეტონის საფარით მოწყობას. მოეწყობა ჩასასვლელი პანდუსები და უსინათლოებისათვის სპეციალური ბილიკი. ასევე დაგეგმილია ქ. ქობულეთში ,,მტს" უბნის (კლდიაშვილის ქუჩა; ქიაჩელის ქუჩა; ქიაჩელის შესახვევი; კლდიაშვილის შესახვევი; მესხიძის შესახვევი) კეთილმოწყობა, ქვეპროგრამა ითვალისწინებს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას; ტროტუარების მოპირკეთებას დეკორატიული ფილებით და გზის სავალი ნაწილის ასფალტო ბეტონის საფარით მოწყობას. დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოკამერების შეძენა/მონტაჟი და ვიდეოკამერების ტექნიკური მომსახურეობის ხარჯი, რომლის ფარგლებშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსდება სათვალთვალო ვიდეო კამერები. ქვეპროგრამით ასევე დაგეგმილია ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში არსებული ნაპირდამცავი საფეხურებიანი კედლის რეაბილიტაცია (I ეტაპი) პროექტის I ეტაპი გულისხმობს მდინარე აჭყვადან 850 მ-ზე საფეხურებიანი ჯებირის რეკონტრუქციას, არსებულის ჯებირის დემონტაჟი და ახალის მშენებლობა. 2.1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მოსაცდელების რეაბილიტაცია, ახალი მოსაცდელების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში 3 ერთეული არსებული და 21 ერთეული ახალი მოსაცდელის მოწყობა/რეაბილიტაციას. 2.1.3. მუნიციპალიტეტში გზების სამუშაოები (მათ შორის: ნაპირსამაგრი, საძირკვლების, ჯარგვალისა და ფერდსამაგრი სამუშაოები და მისასვლელი გზები, მდინარის კალაპოტების გასწორხაზოვნება,) (პროგრამული კოდი 03 01 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მდინარე დეხვასა და მდინარე კინტრიშის გასწორხაზოვნებას. 2.1.4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტით (ავტობუსებით) მომსახურების პროგრამა (პროგრამული კოდი 03 01 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თემებში, სოფლებსა და ქალაქის ტერიტორიაზე) და ქალაქ ბათუმის მიმართულებით მგზავრთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად მუნიციპალური ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსებით მომსახურების ხარჯების თანადაფინანსებას. აღნიშნული ქვეპროგრამა განხორციელდება შპს “ქობულეთის ტრანსრეგულირების“ მიერ. 2.1.5. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების-სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 01 10) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების- სამუშაოებს გასულ წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულ მეწყრულ პროცესებით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის მიზნით შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას, სადაც დაგეგმილია ფერდსამაგრი სამუშოების ჩატარება. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მოწესრიგების სამუაშოები, მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიების დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, წყალმომარაგების უზრუნველყოფისა და მოსახლეობაზე სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება წყალსადენის სათავე ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია, მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემები. 2.2.1. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და ეზოების მოწესრიგების ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 02 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქეთევან წამებულის №1 -ში მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა: გარდამავალი პროექტის ფარგლებში განხორციელდება დაბა ოჩხამურში, ქეთევან წამებულის №1 -ში მრვალბინიანი საცხოვრებელი სახლის ამორტიზებული შენობის დემონტაჟის და ახალი შენობის მშენებლობის სამუშაოები. ასევე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ ქობულეთში რუსთაველის ქ №121-ა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა, პროექტის ფარგლებში მოხდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, ეზო მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, მოეწყობა გარე განათება და ასევე განხორციელდება სოფელ ხუცუბანში თეთროსნის დასახლებაში მრავალბინიანი სახლის ეზოს კეთილმოწყობა პროგრამის ფარგლებში მოხდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობა: მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზო მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით. 2.2.2. გარე განათების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, გარე განათების ქსელის განვითარებისა და არსებულის სრულყოფისათვის, ენერგიის დაზოგვისაკენ მიმართული ღონისძიებების დანერგვა და განათების თანამედროვე წყაროების, ეფექტური ოპტიკური სისტემების, კონსტრუქციებისა და მასალების გამოყენების დანერგვა. წლის განმავლობაში ღამით ქალაქში უსაფრთხოებისთვის ხელის შეწყობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის 4900 ზე მეტი წერტის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურება. რაც ხელს შეუწყობს რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ქალაქის იერსახის შენარჩუნებას. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა ეკონომიური გარე განათების წერტები ჩაქვის ცენტრიდან სასტუმრო ოაზისამდე და განხორციელდება გარე განათების სამუშაოები მის მიმდებარე ტერიტორიებზეც. 2.2.3 . მუნიციაპლიტეტის სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მაწანწალა ცხოველების დაჭერა, ტრანსპორტირება და დაჭერილი ცხოველების გაუნებელყოფა. გათვალისწინებულია ლითონის, გალვანიზირებული ნაგავშემკრები კონტეინერების ორასი ერთეულის შეძენა, ასევე გათვალისწინებულია მდინარეების ზედაპირზე მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოები. გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა, სისუფთავის და წესრიგის დაცვა, რასაც განახორციელებს ა(ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავება. ქვეპროგრამა დააფინანსებს 2017 წლის დაუფარავ ვალდებულებასაც. 2.2.4. გამწვანების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04 ) ქვეპროგრამის ფარგლებში 2018 წელს გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის და მათ შორის მარადმწვანე დეკორატიული მცენარეების მოვლა-პატრონობის სამუშაოები, რასაც ახორციელებს ა(ა)იპ ქობულეთის გამწვანება, პროგრამა დააფინანსებს მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს. 2.2.5. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მოსახლეობისათვის და არსებული ორგანიზაციებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფა. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაისუბანში წყალსადენის სისტემის (მე-3 ეტაპი), პროექტი გულისხმობს წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, შიდა მაგისტრალისა და დაქსელვის სამუშაოების განხორციელებას. პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში 2018 წელს განხორციელდება დარჩენილი შიდა მაგისტრალური ხაზებისა და დაქსელვის სამუშაოები, რითაც დასრულდება სოფ. ჩაისუბანში წყალსადენის სისტემის მოწყობა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ წყლით უზრუნველყოფილი იქნება 800-მდე ოჯახი. პროექტის - სოფ. მუხაესტატეს წყალსადენის სისტემის მოწყობა ფარგლებში მოხდება არსებული ამორტიზებული წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია: მოეწყობა მაგისტრალური ხაზები, რომლის დაერთება მოხდება არსებულ რეზერვუარზე. სასმელი წყლით მომარაგება გაუმჯობესდება 500-მდე ოჯახს. პროექტი- სოფ. გვარაში, ხუცუბანში, ლეღვაში (სკურა) და სოფელ სამებაში არსებულ წყალსადენებზე წყლის დებეტის გაზრდის სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია პრობლემის აღმოსაფხვრელად სოფ. გვარაში, ხუცუბანში, ლეღვაში (სკურა) წყლის დებეტის გაზრდის მიზნით დამატებით ჭაბურღილების მოწყობა, ხოლო სოფელ სამებაში მოძიებული იქნა ახალი წყლის რესურსი, რაზედაც მოხდება არსებული მაგისტრალის დაერთება. ქვეპროექტი-„ სოფელ ქაქუთში, სოფელ შუაღელეში, სოფელ ქვედა აჭყვასა და სოფელ ზედა აჭყვაში წყალსადენის სისტემების საფილტრი ნაგებობების მოწყობისა და სოფელ ხუცუბანში წყალსადენის სისტემის რეზერვუარის რეაბილიტაცია „- ფარგლებში აშენდება წყალსადენის სისტემების საფილტრი ნაგებობები, რომლებიც უზრუნველყოფს წყლის გაფილტვრას და სუფთა წყლით მომარაგებას, სოფ. ხუცუბანში არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცის. ქვეპროგრამით დაგეგმილია აჭარის წყლის ალიანსის " საწესდებო კაპიტალის შენატანი. ქვეპროგრამა - სოფ. ბობოყვათში წყალსადენის სათავე ნაგებობისა და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები“- ითვალისწინებს სოფ. ბობოყვათში წყლის მაგისტრალური და შიდა მაგისტრალური ხაზების შეცვლას, ასევე სათავე ნაგებობის მოწესრიგებას, მოხდება თანამედროვე ტიპის წყლის გაუსნებელყოფის დანადგარის მონტაჟი. ქვეპროგრამა ითვალისწინებს წყალანირების №5 (გელაურის დასახლება) სატუმბო სადგურზე სარეზერვო ტუმბოს ერთი ერთეულის შეძენას. ქვეპროგრამით გრძელდება ა(ა)იპ – ქობულეთის სოფლის წყალის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯის დაფინანსება, რომელიც მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს სოფლების წყლის სათავე ნაგებობებისა და შიდა გაყვანილობის მიმდინარე რემონტის სამუშაოების განხორციელებას, ამორტიზებული წყლის მილების პერიოდულ შეცვლას, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია სოფლების ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასთან და მოსახლეობის ცხოვრების კრიტერიუმების ცვლილებასთან. ქვეპროგრამა დააფინანსებს ა(ა)იპ სოფლის წყალის 2017 წლის დაუფარავ ვალდებულებასაც. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია შპს „ქობულეთის წყალის“ სუბსიდირება მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გასული წლის ვალდებულების ხარჯის დაფარვის მიზნით. 2.2.6. სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ქობულეთში მე-3 სატუმბო სადგურთან ცენტრალური საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის და გელაურის დასახლების საკანალიზაციო მაგისტრალური ხაზის რეაბილიტაცის სამუშოები. ქობულეთში მე-3 სატუმბო სადგურის მიმდებარედ მაგისტრალური ხაზი 12 მ-იანი მონაკვეთი დაზიანებულია, რომლიც ვერ უზრუნველყოფს გამტარიანობას, პრობლემის მოგვარება დროულად არის საჭირო, რომ არ მოხდეს ქალაქის ცენტრალურ ადგილებში ფეკალების ამოსვლა. გელაურში პუშკინის ქუჩაზე არსებული მინი სატუმბო სადგურიდან ცენტრალურ სატუმბო სადგურამდე არსებული წნევითი ხაზი ვერ უზრუნველყოფს გამტარიანობას, ამისთვის საჭიროა მაგისტრალური წნევითი ხაზის შეცვლა უფრო დიდი დიამეტრის მილით. 2.2.7. უკანონო მიშენებებისა და ჯიხურების დემონტაჟი (პროგრამული კოდი 03 02 07) მუნიციპალიტეტის იერ-სახის შენარჩუნების მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია უსახური, ამორტიზებული ნაგებობების და უკანონო მიშენებების დემონტაჟი. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოები. 2.3.1. სკვერებისა, პარკებისა და მოედნების კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ქალაქ ქობულეთის სანაპირო ზოლში ზღვისპირა პარკის მოწყობა (I ეტაპი) პროექტი გულისხმობს 2 840 მეტიან მონაკვეთის კეთილმოწყობას, მიმდინარე წელს დაიწყება სამუშაოების I ეტაპი, რომლის ფარგლებში მოხდება მდინარე აჭყვადან 850 მ მონაკვეთზე ბულვარის მოწყობა: ტროტუარები და სავალი ნაწილი მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, მოეწყობა მწვანე საფარი, მოხდება დეკორატიული ხე მცენარეების გაშენება, შეიცვლება განათების სისტემა, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები, პარკში განთავსდება დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. ზღვისპირა პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის და ასევე ქვეპროგრამით დაგეგმილია გორგილაძის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლის გარეგანათების მოწყობისა და სადგურის მიმდებარე ტერიტორიიის რეაბილიტაცია, მოხდება სავადმყოფოს უბაში არსებული რკინის მოაჯირების რეაბილიტაცია: ჩაუტარდება სამღებრო სამუშაოები, მოეწყობა გარე განათება, ხოლო სადგურის ტერიტორიაზე მოხდება გზის სავალ ნაწილზე არსებული გამყოფი ზოლის რეაბილიტაცია და ტროტუარზე არსებული რკინის მოაჯირების შეღებვა. 2.3.2. მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობების სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ქალაქ ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა, ქვეპროექტით დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობის დასრულება, პროექტი გულისხმობს თანამედროვე ტიპის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობას. ქალაქ ქობულეთში არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის ეზოს და მიმდებარე ტერიტორის კეთილმოწყობა, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ეზოს დეკორატიული ფილებით მოპირკეთება, მწვანე ზოლის მოწყობა, სადაც განთავსდება დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. ასვე გათვალისწებულია სასწრაფო დახმარების ავტომობილებისათვის სამრეცხაო ფარდულის მოწყობა. ეზო ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშოები, ქვეპროგრამით მოხდება მუზეუმის შენობის სრული რეაბილიტაცია: შეიცვლება სახურავი, შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, ასევე მოპირკეთდება ეზო- დეკორატიული ფილებით, მოეწყობა მწვანე ზოლი და გარე განათების სისტემა და ასევე ქვეპროგრამით დაგეგმილია ქობულეთის მუნიციპალიტეტში 7 ერთეული არსებული საპირფარეშოს რეაბილიტაცია და 3 ერთეული ახალი საპირფარეშოს მოწყობა. 2.3.3. დაბა ჩაქვი, აღმაშენებლის ქუჩა №9-32-34-36-38-25-45-62-64 ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები პკ.0+00-პკ.4+90 (პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: დაბა ჩაქვი, აღმაშენებლის ქუჩა №9-32-34-36-38-25-45-62-64 ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები პკ.0+00-პკ.4+90, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დაბა ჩაქვში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების მოწესრიგების სამუშაოები: ეზოები, ტროტუარები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ძველი გარე განათების სისტემა შეიცვლება ახალი დეკორატიული გარე განათებით, ეზოებში მოეწყობა ფანჩატური; განთავსდება საპარკე სკამები და საბავშვო ატრაქციონები. 2.4. საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შეძენა. 2.5. საცხოვრებელი ბინების სადეზინფექციო ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 06) მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით აუცილებელია ისეთი პრევენციული ღონისძიების გატარება როგორიცაა სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 2.6. აზომვითი ნახაზების შედგენის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 07) მუნიციპალიტეტში არსებული შენობა-ნაგებობების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ხაზობრივ ნაგებობების აზომვითი ნახაზების მომზადება და მისი შემდგომი მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირება ხელს შეუწყობს არსებული ქონების მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში განკარგვას. პროგრამა დააფინანსებს 2017 წლის დაუფარავ ვალდებულებასაც. 2.7. სხვადასხვა სანიტარიულ-ჰიგიენური და ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯი (პროგრამული კოდი 03 08) ტურისტული სეზონის დადგომამდე და სეზონის განმავლობაში აუცილებელი ხდება, ტურისტულ ობიექტებში გარემო ზემოქმედების ფაქტორებისა და მიკროკლიმატის მაჩვენებლების, კვების ბლოკების მდგომარეობის მოქმედ სანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების ფუნქციონირება. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლამდელი განათლება წარმოადგენს რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. 3.1.1. ა(ა)იპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს საბავშვო ბაღები, სადაც სკოლამდელ აღზრდა-განათლებას მიიღებს 2800 ზე მეტი ბავშვი. მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით ქვეპროგრამა მოიცავს ბაღების სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურების და კვებითი მომსახურების ხარჯების სრულ დაფინანსებას და ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა დანარჩენ ხარჯს. ქვეპროგრამა დააფინანსებს 2017 წლის დაუფარავ ვალდებულებასაც. 3.1.2. საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 04 01 02) პროგრამით გათვალისწინებულია ბაღების განტვირთვის მიზნით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა: ქვეპროგრამით 2018 წელს დასრულდება სოფელ წყავროკაში ახალი საბავშვო ბაღის მოწყობა - პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვი ტიპის 2 სართულიანი საბავშვო ბაღი, მოეწყობა სათამაშო ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სველი წერტილებით. პროგრამის ფარგლებში ბაღის ეზოს მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით და მწვანე ზოლით, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბაღებს ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები: ჩატარდება სამღებვრო სამუშაოები, მოწესრიგდება სველი წერტილები. ასევე აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება ჩაისუბანში საბავშვო ბაღის ტერიტორიის (ეზოს და სკვერის) დეკორატიული ფილებით მოპირკეთება, მწვანე ზოლის მოწყობა, დამონტჟდება საბავშვო ატრაქციონები, განთავსებდა დეკორატიულის სკამები და ურნები. მოეწყობა განათება და შემოიღობება. ეზო ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის. ქვეპროგრამით დასრულდება სოფელ აჭყვისთავისა და სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მოწყობა. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შესძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4. 1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2018 წლის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება: · სარაგბო საკლუბო გუნდი „პონტო“ მატერიალური მხარდაჭერის მიზნით. · ა(ა)იპ "ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის სათამაშო სახეობების სპორტული კლუბი-ქობულეთი". · ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა. 4.1.1. ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01) სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ძალოსნობა, ველოსპორტი, რაგბი, ჭადრაკი, ფეხბურთი (გოგონათა და ჭაბუკთა). ტარდება შიდა სასკოლო და ამხანაგური შეხვედრები. წლის განმავლობაში სკოლის ჯგუფებში მოსწავლეთა მომზადების დონის შემოწმების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებ გუნდებში წარმატებული სპორტსმენების გამოვლენის მიზნით სასპორტო სკოლა მონაწილეობას ღებულობს საოლქო და რესპუბლიკურ სპორტულ ღონიძიებებში. 4.1.2. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია და ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ უზრუნველყონ სპორტსმენების განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერ სპორტსმენთა წახალისება. გაგრძელდება სხვადასხვა სპორტული პროექტების მხარდაჭერაც. 4.1.3. სპორტული საკლუბო გუნდის მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მხარდაჭერის ფარგლებში სარაგბო კლუბის დაფინანსებას. კერძოდ სარაგბო კლუბი “პონტოს“ მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ტრანსპორტირების დაფინანსებას, სპორტულ თამაშებებში მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებებით, აგრეთვე გუნდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.1.4. სპორტული მოედნების მოწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ქობულეთის ცენტრალური სტადიონის "შუქურა" ს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქობულეთის ცენტრალურ სტადიონის მიმდებარედ სავარჯიშო მოედნის კეთილმოწყობა, რაც გულისხმობს ხელოვნური საფარის მოწყობას სადრენაჟე/სარწყავი სისტემებით ასევე ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ აჭყვისთავში სტადიონის მოწყობას, მოეწყობა ახალი სპორტული მოედანი, რომელიც შემოიღობება, მოეწყობა ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდება განათების სისტემა. 4.1.5. ა(ა)იპ "ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის სათამაშო სახეობების სპორტული კლუბი-ქობულეთი" (პროგრამული კოდი 05 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯების დაფინანსება. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1. ა(ა)იპ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება ქობულეთის სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტი დააფინანსებს სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა აუცილებელ ხარჯს. სადაც გაერთიანებულია სოფლების ხუცუბნისა და ბობოყვათის, დაბა ჩაქვისა და ქ. ქობულეთის სკოლები. 4.2.2. ა(ა)იპ ქობულეთის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს კულტურის ცენტრი რომელიც შედგება საბიბლიოთეკო და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილება, მასში გაერთიანებულია სასოფლო კულტურული დაწესებულებები, შესაბამისად განყოფილებებში ფუნქციონირებს ეკოტურიზმის, კულტურული მემკვიდრეობის, ახალგაზრდობის თავისუფალი დროის ორგანიზების, ხალხური რეწვის, ლიტერატურულ-თეატრალური, რიტმული ცეკვების „ახალი რიტმები“ ჯგუფები და ქორეოგრაფიული ანსამბლი „საუნჯე“. ახალგაზრდული ანსამბლი ახალი ხმები და სასოფლო კლუბებთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, სადაც სულ გაერთიანებულია ორასამდე ახალგაზრდა. პროგრამა აფინანსებს კულტურის ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. 4.2.3. ა(ა)იპ ქობულეთის პარკი (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტი საკუთრებაში არსებული პარკების მიმდინარე მოვლა-შენახვისა და საკურორტო ქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით დააფინანსებს ა(ა)იპ ქობულეთის პარკის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯს.ხარჯს.ქვეპროგრამა დააფინანსებს 2017 წლის დაუფარავ ვალდებულებასაც. 4.2.4. გურამ თამაზაშვილის სახელობის ა(ა)იპ ქობულეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "მხედრული" (პროგრამული კოდი 05 02 04) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი სადაც ახალგაზრდა თაობებში კულტურული აღზრდისა და ეროვნული ცეკვების შენარჩუნების მიზნით მუნიციპალიტეტი დააფინანსებს ანსამბლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯს. 4.2.5. კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 05) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და მუნიციპალიტეტის სტუმრების დაინტერესების, სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები, კერძოდ: სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეების აღნიშვნა, სახალხო დღესასწაულები და სხვა. პროგრამით განხორციელდება ტურიზმის კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები, მოხდება ტურისტული სარეკლამო მასალების მომზადება, პროგრამით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ფესტივალებში, კონკურსებსა და პროექტებში შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობის ხელშეწყობა, ხელი შეეწყობა ცნობილი და შემოქმედი ადამიანების პოპულარიზაციას, შესაძლებელი გახდება გენდერული თანასწორობის დღის, შშმ პირების უფლებათა დაცვის დღის და სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერა. 4.2.6. ა(ა)იპ ქობულეთის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 07) მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მუზეუმი, რაც ემსახურება ქობულეთის როგორც საკურორტო და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქის განვითარებასა და პოპულარიზებას. მუზეუმში დაცულია იშვიათი ექსპონატები რომლებიც ადგილობრივი ოსტატობის ნიმუშს წარმოადგენს, საგამოფენო დარბაზი წლის განმავლობაში მასპინძლობას უწევს არამარტო ადგილობრივ არამედ უცხოელ დამთვალიერებლებსაც, ყოველივე აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი აფინანსებს მუზეუმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯს. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენ მის შემდგომ დახვეწას, რათა გაიზარდოს პროგრამების სიზუსტე და დახმარების ეფექტიანობა. ისევ იმოქმედებს პრინციპი, რომ მუნიციპალიტეტი დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო სასადილოში ცხელი საკვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის მიმართული აქციების განხორციელებას, მათთვის მატერიალური მხარდაჭერას და სტიმულის მიცემას, დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებას. 5.1 ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, სხვადასხვა დაავადების მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსება. 5.1.1. ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებების მედიკამენტოზური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპილეფსიით და მეორადი ეპილეფსური სინდრომით დავადებული ბენეფიციარების, ბრონქული ასთმით დაავადებულთა, მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთა და პარკინსონით დაავადებულთა ბენეფიციარების მედიკამენტოზურ დახმარებას. პროგრამა დააფინანსებს 300 ეპილეფსიით და მეორადი ეპილეფსიური სინდრომით დაავადებულ ბენეფიციარს, 150 ბრონქული ასთმის დაავადების მქონე: 19 წლამდე ასაკის პირებს; 0-დან 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოზრდილებს; შშმ პირებს; ასაკით პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს. მეორე ტიპის დიაბეტით 700 დაავადებულ პირებს: 0-დან 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოზრდილებს; შშმ პირებს; ასაკით პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის ოჯახის წევრებს (მშობელი, მეუღლე, შვილი). პროგრამით დაფინანსდება აგრეთვე 50 პარკინსონით დაავადებულ 0-დან 100 000 ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოზრდილებს; შშმ პირებს; ასაკით პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს. 5.1.2. თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს საწყის ეტაპზე ერთი მობილური გუნდის დაფინანსებას თვის განმავლობაში 50 პაციენტის ადგილზე მომსახურებით. მუშაობა ითვალისწინებს ბინაზე ვიზიტსა და მედიკამენტოზურ მკურნალობას საქართველოში რეგისტრირებული, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული და ნეიროლეფსიური საშუალებებით, რომელსაც გამოიყენებს მობილური გუნდის ფსიქიატრი, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შესაბამისად. 5.1.3. ფენილკეტონურიით დაავადებულ პირთა სამკურნალო საშუალებების კომპენსაციით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება, 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის სამი ბენეფიციარი, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 18 წლის ზემოთ ასაკის ფენილკეტონურიით დაავადებული პირებისათვის ორი ბენეფიციარი, თითოეულზე 2000 ლარის ოდენობით. 5.1.4. გულის ქირურგიის თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 01 06) ქვეპროგრამა დააფინანსებს 2017 წლის დაუფარავ ვალდებულებას. 5.1.5. სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 08) ქვეპროგრამა დააფინანსებს 2017 წლის დაუფარავ ვალდებულებას. 5.1.6. ა(ა)იპ „ქობულეთის ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 09) მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების ცენტრი, რაც ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას. თემის სამედიცინო პუნქტებს მიეწოდება პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების ყოველთვიური მარაგი და ასევე ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 5 ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფელ ქობულეთის, ლეღვას, კვირიკეს, საჩინოს და ოჩხამურის) სოფლად დროული სამედიცინო მომსახურეობის უზრუნველყოფის ყველა საჭირო ხარჯს.ხარჯს.ქვეპროგრამა დააფინანსებს 2017 წლის დაუფარავ ვალდებულებასაც. 5.2. სოციალური დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02) მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სოციალური სფერო დაფუძნებულია ბენეფიციართა მიზნობრივ დახმარებებზე და პრიორიტეტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები უზრუნველყოფენ მის შემდგომ დახვეწას. 5.2.1. სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამით ისარგებლებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სარეიტინგო ქულა 0-დან 100000-მდე ქულის მქონე, მარტოხელა პენსიონერი, დედ-მამით ობოლი ბავშვი, უსახლკარო, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოსახული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (18 წლამდე 5 და მეტი შვილი). 5.2.2. ყოველი მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მესამე ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით, მეოთხე ახალშობილზე 700 ლარის ოდენობით, მეხუთე და მომდევნო ახალშობილზე 900 ლარის ოდენობით. 5.2.3. ხუთი და მეტ მცირეწლოვან ბავშვიან ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, დემოგრაფიული პრობლემის ფონზე შეიმჩნება, რომ აღნიშნული კატეგორიის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებია, პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 და მეტ მცირეწლოვან ბავშიან ოჯახებზე ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 1000 ლარის ოდენობით. 5.2.4. ომის მონაწილეებზე და დაღუპულთა ოჯახის წევრებზე სადღესასწაულო დღეების ორგანიზებისა და დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა უკდავყოფის მიზნით მუნიციპალიტეტი ახორციელებს პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფას, ომის მონაწილის ოჯახზე დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნას. 5.2.5. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური მატერიალური დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშთა (18 წლამდე) ყოველთვიურ მატერიალურ დახმარებასთვეში 100 ლარის ოდენობით. 5.2.6. უმწეო გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06) პროგრამა ითვალისწინებს ერთჯერად დახმარებას ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ გარდაცვლილთა ოჯახებზე, რომელთაც არ გააჩნიათ სახსრები მიცვალებულთა დაკრძალვისათვის და სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-70000 ქულის ჩათვლით. ასევე პროგრამა დააფინანსებს უპატრონო ან მარტოხელა გარდაცვლილ მოქალაქეებს. 5.2.7. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსაარგებლე ბენეფიციარისა და მათი თანმხლები პირების შესაბამის კლინიკებში სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯებს საცხოვრებელი ადგილიდან სამედიცინო დაწესებულებამდე და სამედიცინო დაწესებულებიდან საცხოვრებელ ადგილამდე. 5.2.8. გაზიფიცირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 08) პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-65000 მდე, და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საომარი მოქმედების შედეგად დაღუპული მეომრების ოჯახების გაზიფიცირებას, კერძოდ ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების დაფინანსებას ერთი წერტილის გათვალისწინებით გაზქურამდე. 5.2.9. ცერებრალური დამბლით დავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 10) პროგრამა ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ცერებრალური დამბლით დავადებულ ბავშვთა აბილიტაციის/რებილიტაციის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარისა და მათი თანმხლები პირების ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების ჩასატარებლად ტრანსპორტით გადაადგილებისათვის მატერიალურ დახმარებას. |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები