„ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივლისის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივლისის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 604
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020920
604
13/12/2018
ვებგვერდი, 18/12/2018
330090000.10.003.020920
„ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივლისის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №604

2018 წლის 13 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივლისის №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 ივლისის №314 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/07/2017,  330090000.10.003.020024) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს კომპეტენციათა სფეროს განეკუთვნება:

ა) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ბახმაროს სარეკრეაციო  ტერიტორიაზე  მშენებლობის  ნებართვის  გაცემის  პირველ  და მე-2 სტადიებზე, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოდან სამინისტროში შესული არქიტექტურული პროექტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმებისა და სპეციალური ზონალური შეთანხმების საკითხებზე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

გ) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებთან  დაკავშირებით წინადადებების განხილვა;

დ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

ე) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

ვ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცებისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა;

ზ) მინისტრის დავალებით განსაზღვრული სხვა საქმიანობა, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.

2.  მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის დაყოფასა და გაერთიანებასთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიწის ნაკვეთის დაყოფის ან გაერთიანების რეგისტრაციამდე სააგენტოს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, მიმართოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შესაბამისი თანხმობის მოპოვების მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე