„ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 600
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020916
600
13/12/2018
ვებგვერდი, 18/12/2018
330090000.10.003.020916
„ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №600

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №274 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2016,  330090000.10.003.019339) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“: 

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის არსებობის შემთხვევაში, მისი ფუნქცია და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

2.  მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას ითანხმებს ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისია, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე