აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს 2018 წლის ანგარიში

აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო
მიღების თარიღი 10/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
124
10/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს 2018 წლის ანგარიში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო

სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს   

აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს  2018 წლის ანგარიში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების  მდგომარეობის შესახებ

2018 წლის საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 1 (ერთი) მოთხოვნა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა მოთხოვნაზე აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს მხრიდან პასუხი გაეცა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს, რაზედაც წვდომის შესაძლებელობა გააჩნიათ მხოლოდ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.

2018 წლის საანგარიშო პერიოდში, დაწესებულების პერსონალური მონაცემთა ბაზიდან, თანმშრომელთა პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის გაცემას ადგილი არ ქონია.

საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში დასაქმებულ პირთა მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელის დადგენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი ქმედება არ განუხორციელებია, ასევე არ მომხდარა კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვა.

საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

გოგი მანია

ადმინისტრაციულ-სამეუნეო სამმართველოს უფროსი