,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 3576
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 25/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
3576
24/10/2006
სსმ, 146, 25/10/2006
000000000.00.00.000000
,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე

 საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07–1/368, 20.10.2006) ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.

2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 22 წევრისაგან შემდეგი შემადგენლობით:

ლევან ბეჟაშვილი    – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)

დავით აფრასიძე – თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

კონსტანტინე გაბაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

ნიკა გვარამია – საქართველოს პარლამენტის წევრი

ნოდარ გრიგალაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით დარჩიაშვილი – ფონდის ,,ღია საზოგადოება-საქართველო“ დირექტორი

ზურაბ დეკანოიძე  – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

ნინო კალანდაძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

მამუკა კაციტაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი

დავით კერესელიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი

პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე

კახა კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი

გია ნოდია   – კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი

ლალი ფაფიაშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

ნუგზარ შოშიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

გიორგი ცაგარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი

დიმიტრი ძაგნიძე   – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

გიორგი (გიგი) წერეთელი – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

გიორგი ხელაშვილი – ექსპერტი-კონფლიქტოლოგი

გია ხუბუა   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარის მოადგილე      მ. მაჭავარიანი

თბილისი,

2006 წლის 24 ოქტომბერი.

№3576–IIს