„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/ დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 594
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010110020.10.003.020910
594
13/12/2018
ვებგვერდი, 18/12/2018
010110020.10.003.020910
„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/ დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №594

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/ დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივნისის №264 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2016, 010110020.10.003.019329) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად:

1. დადგენილების დანართით განსაზღვრულმა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ყოველთვიურად, თვის პირველ სამუშაო კვირაში მიაწოდონ განახლებული მონაცემები წინა თვის განმავლობაში მათ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმების, პარამედიკოსების, ექთნებისა და დაკონტრაქტებული/დასაქმებული სოფლის ექიმებისა და სოფლის ექთნების შესახებ, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმატით.

2. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისა და ამ დაწესებულებებში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალის (ექიმი, პარამედიკოსი, ექთანი) შესაბამისი რეესტრის წარმოება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალისათვის დანამატის გაცემის წესისა და პირობების“:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მაღალმთიან დასახლებაში განთავსებულ ფილიალებში მომუშავე სამედიცინო პერსონალზე (ექიმი, პარამედიკოსი, ექთანი);“;

ბ) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“;

გ) თავი III-ის („დანამატის მიღების უფლება, დანამატის ოდენობა და დანამატით უზრუნველყოფის პრინციპები ექიმისათვის/ექთნისათვის“) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი III

დანამატის მიღების უფლება, დანამატის ოდენობა და დანამატით უზრუნველყოფის პრინციპები ექიმისათვის/ექთნისათვის/პარამედიკოსისთვის“;

დ) მე-6 მუხლის:

დ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. დანამატის მიღების უფლება და დანამატის ოდენობა ექიმისათვის/ექთნისათვის/პარამედიკოსისთვის“;

დ.ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ექიმს/სოფლის ექიმს/პარამედიკოსს;“;

ე) მე-8 მუხლის:

ე.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო პერსონალზე (ექიმი/ექთანი/პარამედიკოსი) გაიცემა ერთი დანამატი, მიუხედავად მაღალმთიან დასახლებაში მდებარე რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ან რამდენიმე საშტატო ერთეულზე მისი დასაქმებისა.

2. თუ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო პერსონალი (ექიმი/ექთანი/პარამედიკოსი) ამავდროულად წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს, დანამატი გაიცემა მე-6 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტების შესაბამისად.“;

ე.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულმა სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა, საშტატო ერთეულის გაზრდის შემთხვევაში, რასაც მოჰყვება ამ დადგენილებით განსაზღვრული დანამატის გაზრდა, წარუდგინონ დასაბუთებული პოზიცია საშტატო ერთეულის გაზრდის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“;

ვ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ  სამედიცინო პერსონალს (ექიმი/ექთანი/პარამედიკოსი) ზედმეტად ჩაერიცხა დანამატი, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე