„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 596
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120260000.10.003.020912
596
13/12/2018
ვებგვერდი, 18/12/2018
120260000.10.003.020912
„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №596

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120260000.10.003.017853) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სამხედრო სამსახურის თანდართული დებულება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სამხედრო სამსახურის დებულება“;

ბ) პირველი თავის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის გავლის წესებს:

ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის;

ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის;

გ) სამხედრო სამსახურში გაწვეული საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის.“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – მხოლოდ გაწვევით ვადიან სამხედრო მოსამსახურეებზე.“;

ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს თავდაცვის ძალების შექმნისა და აღმშენებლობის კუთხით მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით წესდება ღირსშესანიშნავი დღეები.“;

გ) IV თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ თავის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირზე, თუ მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან/და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გამო.“.

დ)  VI თავის:

დ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე მიიღებიან:

ა) რეზერვის რიგითებისა და კაპრალების, სერჟანტებისა და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობა;

ბ) სავალდებულო სამხედრო  სამსახურში მყოფი პირები;

გ) წვევამდელები 18 წლის ასაკიდან;

დ) ქალები 18 წლის ასაკიდან.“;

დ.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახით და კონტრაქტი ვადამდე შეუწყდა თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით:

ა) მისი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, იგი ჩაირიცხება სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ამ შემთხვევაში, მისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში გაწვევიდან საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში ნამსახურობისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს მისი გაწვევისას კანონით სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის დადგენილ ვადას;

ბ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის თაობაზე მისი ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის არარსებობის შემთხვევაში, იგი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება და სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, იგი დაექვემდებარება კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურისათვის დადგენილი სრული ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას;

გ)  იგი დაითხოვება სამხედრო სამსახურიდან და ჩაირიცხება რეზერვში, თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში მისი გაწვევიდან კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტამდე გასულია არანაკლებ 3 (სამი) წლისა.“;

ე) VII თავის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.“;

ე.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში არ ჩაითვლება აქტიურ სარეზერვო სამსახურში გამოძახებული სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო.“;

ე.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.  საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, თუ აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირი ვერ ცხადდება შესაბამის ქვედანაყოფში, იგი ვალდებულია, გამოცხადდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  თავდაცვის ძალების უახლოეს სამხედრო ნაწილში, რაც  სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელშიც ირიცხება აქტიურ სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირი, ხოლო, თუ პირი ვერ ცხადდება უახლოეს სამხედრო ნაწილში, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში და მიიღოს ზომები სამხედრო ხელმძღვანელობის ინფორმირების მიზნით. ამ შემთხვევაში,  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან შესაბამის ქვედანაყოფში სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხული პირის მიყვანას უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები.“;

ვ) VIII თავის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები სამხედრო ფიცის ნაცვლად კისრულობენ წერილობით ვალდებულებას საქართველოს სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურისადმი ერთგულებისა და კანონმდებლობის შესრულების შესახებ. დადგენილია წერილობითი ვალდებულების შემდეგი ტექსტი:

 

„მე,

______________________________________________________________

სახელი, მამის სახელი და გვარი

 

შევდივარ რა საქართველოს სამხედრო სამსახურში, ვკისრულობ ვალდებულებას, პირნათლად მოვიხადო მხედრული ვალი, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამსახურებრივი საიდუმლოება, შევასრულო საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთო-საჯარისო წესდებისა და კონტრაქტის ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო საქართველოს ინტერესების დასაცავად.

„_____“ _______________ _______________________

(თარიღი, თვე, წელი) (ხელმოწერა)“.“;

ზ) IX თავის:

ზ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესი“;

ზ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უცხო ქვეყნის მოქალაქე სამხედრო სამსახურს გადის კონტრაქტის საფუძველზე, რომლის ფორმას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი.“;

ზ.გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში გადის სამხედრო სამსახურს, ვალდებულია, შეასრულოს საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, საერთო-საჯარისო წესდებები და კონტრაქტის მოთხოვნები.

4. უცხო ქვეყნის მოქალაქეს სამხედრო სამსახური ეთვლება წელთა ნამსახურობაში.“;

ზ.დ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისას კისრულობს შემდეგ წერილობით ვალდებულებას:

 

„მე

__________________________________________________________________

სახელი, მამის სახელი და გვარი

 

შევდივარ რა საქართველოს სამხედრო სამსახურში, ვკისრულობ ვალდებულებას, პირნათლად მოვიხადო მხედრული ვალი, კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, მტკიცედ დავიცვა სამხედრო დისციპლინა, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამსახურებრივი საიდუმლოება, შევასრულო საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, საერთო-საჯარისო წესდებების მოთხოვნები და მეთაურის (უფროსის) ბრძანება, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო საქართველოს ინტერესების დასაცავად.

„______“ _____________________ _____________________________

(თარიღი, თვე, წელი) (ხელმოწერა)“.

9. ამ თავით დადგენილი პროცედურები ვრცელდება აგრეთვე სხვა სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეზე, რომლის საქართველოს სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა ხდება საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ‑მინისტრის გადაწყვეტილებით.“;

თ) X თავის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ოფიცერთა შემადგენლობის დაკომპლექტება ხდება:

ა) სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებმაც დაამთავრეს სამხედრო სასწავლებლები და მიიღეს ოფიცრის სამხედრო წოდება;

ბ) სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებმაც გაიარეს სამხედრო მომზადება უმაღლეს სასწავლებლებში ან სასწავლო შეკრებებზე და მიენიჭათ ოფიცრის სამხედრო წოდება;

გ) კონტრაქტის საფუძველზე მიწვეული ოფიცრებით;

დ) სხვა ძალოვანი სტრუქტურებიდან გადაყვანილი ოფიცრებით;

ე) რეზერვიდან გაწვეული ოფიცრებით.“;

ი) XIII თავის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ოფიცრებით დაკომპლექტება საო­მარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ხორციელდება:

ა) სამხედრო სამსახურში გაწვეული ოფიცრებით;

ბ) სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებმაც დაამთავრეს სამხედრო სასწავლებლები და მიიღეს ოფიცრის წოდება;

გ) სამხედრო სამსახურში გაწვეული ქალებით, რომლებსაც აქვთ შესაბამისი სამხედრო სპეციალობის მონათესავე უმაღლესი განათლება ან საშუა­ლო სპეციალური განათლება და მიენიჭათ ოფიცრის წოდება.“;

კ) XV თავის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიარაღებული კონფლიქტის ზონა – საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ის ტერიტორია, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები წარგზავნილები არიან საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად, აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია და მის მიმდებარედ არსებული უსაფრთხოების ზონა;“;

ლ)  XVI თავის:

ლ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამხედრო მოსამსახურის სასურსათო კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის პროცედურებს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“;  

ლ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სამხედრო მოსამსახურეს (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს), სამხედრო-სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ავადმყოფობის გამო, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სხეულის დაზიანების სიმძიმის ან დაავადების ხასიათის გათვალისწინებით და რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ბრძანებით, ავადმყოფობის გამო შვებულება შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე ვადით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში – სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობის, აგრეთვე  სარეაბილიტაციო მკურნალობის (მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან მგზავრობის) ვადით. ამ შემთხვევაში,  შვებულების მთლიანი ვადა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს, ხოლო საომარი მდგომარეობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაჭრილი ან დასახიჩრებული სამხედრო მოსამსახურის შემთხვევაში – 136 თვეს. შვებულების ვადის გასვლის შემდეგ, სამხედრო-სამედიცინო კომისია წყვეტს სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურისათვის ვარგისობის საკითხს. აღნიშნული შვებულება მორიგი კუთვნილი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება. ავადმყოფობის გამო შვებულებაში ყოფნისას:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს სამხედრო მოსამსახურის სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას, აგრეთვე სარეაბილიტაციო მკურნალობას, სამკურნალო დაწესებულებამდე და უკან ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებითა და საშუალებებით. თუ შეუძლებელია სამხედრო მოსამსახურის მკურნალობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშუალებებით, სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებებში სამხედრო მოსამსახურის მკურნალობისა და ტრანსპორტირების (მათ შორის, უცხო ქვეყანაში) ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. მკურნალობით უზრუნველყოფა მოიცავს აგრეთვე სამედიცინო დაწესებულების მიერ პირის ნორმირებული კვებით უზრუნველყოფას;

ბ) თანმხლები/მომვლელი პირის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი ოდენობით;

გ) სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება:

გ.ა) ფულადი სარგო და დანამატები (არსებობის შემთხვევაში), თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;

გ.ბ) კვების კომპენსაცია.“;

ლ.გ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსამსახურე – სა­ქართვე­ლოს თავდაცვის ძალების მეთაურის ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამ­დე­ბო­ბის პირის მიერ (გარდა გაწვევისა);“;

ლ.დ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე ან საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით − მისი რომელიმე მოადგილე.“;

 მ) XVI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის, მათ შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საკითხები რეგულირდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.“;

ნ) XVII თავის:

ნ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის (გარდა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურისა) გავლის ზოგიერთი თავისებურებანი“;

ნ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს დებულება არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების, მათ შორის, საქართველოს თავ­დაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანასა და მასთან დაკავშირე­ბულ საკითხებზე. აღნიშნული მოსამსახურეების კადრების განკარგულე­ბაში გადაყვანა და მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სა­ქარ­თვე­ლოს თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.“;

ო)   XVII2 თავის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა.“;

პ) XVIII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების, ფინანსური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების, მისი გადავადების ან შემცირების საფუძვლები და წესი“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ლ.ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ლ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 8 დეკემბრიდან.

 

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე