დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3574 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/10/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 25/10/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07–1/364, 19.10.2006) ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 17 წევრისაგან შემდეგი შემადგენლობით:
ნოდარ გრიგალაშვილი – საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე (კომისიის თავმჯდომარე)
ლევან ბეჟაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
გიორგი ბოკერია – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
კონსტანტინე გაბაშვილი – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
ზურაბ დავითაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ზურაბ დეკანოიძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე
გოჩა თევდორაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
ნინო კალანდაძე – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
მამუკა კაციტაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
დავით კერესელიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
კახა კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი
ალექსანდრე (კახა) ლომაია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ირინე ქურდაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
პაატა ქურდოვანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი
თეიმურაზ ჭეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
გია ხუბუა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 24 ოქტომბერი.
№3574–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები