„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის 58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის 58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 271/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016360
271/04
14/12/2018
ვებგვერდი, 17/12/2018
220090000.18.011.016360
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის 58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №271/04

2018 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №58/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 05/04/2018; ს/კ: 220090000.18.011.016292) დამტკიცებული წესის:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ო.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ე) პირადობის  დამადასტურებელი  დოკუმენტები  (პირადობის  მოწმობის ან პასპორტის დადასტურებული დოკუმენტის ასლი), ხოლო დირექტორებისთვის ასევე ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოს რეზიდენტობის შესახებ, ყოველწლიურად არაუგვიანეს 15 ივნისისა;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სათავო ოფისსა და მის ფილიალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან დაცვის საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე გაფორმებული   ხელშეკრულების   ასლი,   საგანგაშო   ღილაკის   დამონტაჟების   შეუძლებლობის   შემთხვევაში   –   შესაბამისი   ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.“.

2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საფირმო სახელწოდების, სამართლებრივი ფორმის, ფაქტობრივი ან/და იურიდიული მისამართის ცვლილებების, ფილიალის გახსნის ან დახურვის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ამ ცვლილების/ქმედების განხორციელებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს. ასევე, სათავო ოფისის ფაქტობრივი მისამართის ცვლილებისა და ფილიალის გახსნის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან ხუთი კალენდარული დღის ვადაში ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის  სისტემის დამონტაჟების აქტის ასლი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან დაცვის საგანგაშო ღილაკის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ასლი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე