დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე - ჯეხუნ იბრაგიმოვი) | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „კონსალტინგ გრუპს“ |
| მიღების თარიღი | 13/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ
საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: CG 153 |
სპეციალისტი : შპს „კონსალტინგ გრუპს ” ს /კ 404483536 დირექტორი : გიორგი ლოლაშვილი მისამართი : ქ . თბილისი , უშ . ჩხეიძის ქუჩა N23 ელფოსტა : auction@consultinggroups.com.ge საბანკო ანგარიში : GE44TB7747836020100004 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე -3 ნაწილის , ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად , ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ , რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა , სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის ) შესახებ . საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე “. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე -7 დღეს . სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ , კრედიტორის , ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე . კრედიტორი : სს – თიბისი ბანკი (ს /კ 204854595) მესაკუთრე : ჯეხუნ იბრაგიმოვი ,პირადი №15001007263 მოვალე (მსესხებელი ): ჯეხუნ იბრაგიმოვი , პირადი №15001007263 იპოთეკის ხელშეკრულება : №123123884809, თარიღი 25/12/2015 ვალდებულების წარმოშობა : 11/12/2014, N57-31400-000004 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ; 28/12/2015, N 3476693-8199664 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ; იპოთეკის რეკვიზიტები : რაიონი დმანისი , სოფელი კიზილ -ქილისა , საკადასტრო კოდი : 82.11.41.002 სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა : №3476693-8199664 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს : 17 072,82 ლარს , მათ შორის ძირი - 11 969,47 ლარი , პროცენტი 3 777,88 ლარი , ჯარიმა - 1 196,95 ლარი , დაზღვევა 128,52 ლარი . აუქციონის ჩატარების დრო : 25/12/2018 წლის 14:00 საათიდან 27/12/2018 წლის 11:00 საათამდე აუქციონის ჩატარების ადგილი : ვებსაიტი www.eAuction.ge უძრავი ნივთის საწყისი ფასი : 0.00 აშშ დოლარი და 17659.82 ლარი უძრავი ნივთის აღწერა : რაიონი დმანისი , სოფელი კიზილ -ქილისა , ს /კ 82.11.41.002 სასოფლო -სამეურნეო (სახნავი ) დანიშნულების 50000,00 კვ .მ . მიწის ნაკვეთი . გარდამავალი უფლებები : არა აუქციონის პირობები : ა ) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს , მათ შორის , კრედიტორს , მოვალეს ან /და უძრავი ქონების მესაკუთრეს . ბ ) eAuction.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა შემდეგი ფორმით : 1. ნაღდი ანგარიშსწორებით ლიბერთი ბანკში განაცხადის ნომრითა და პირადობის დამადასტურებელი საბუთით ; 2. უნაღდო ანგარიშსწორებით eAuction.ge-ს ვებგვერდზე მითითებული დანიშნულებით მითითებულ ანგარიშზე ; 3. eAuction.ge-ს ვებგვერდიდან პლასტიკური ბარათით ; 4. ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით . გაცემული კრედიტორ (ბენეფიციარის ) სასარგებლოდ , უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის დასრულების თარიღიდან 15 საბანკო დღე . პირს , რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის მითითებული ფორმით , ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა ; გ ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 1%-იანი ბიჯის ოდენობით . შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი . აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე . აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი , ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს ; დ ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 2 საბანკო დღის მანძილზე . წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი , როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი ; ე ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს ” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ . ყურადღება : ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული , თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის , მსესხებელი , უძრავი ქონების მესაკუთრე ან /და სხვა დაინტერესებული პირი ) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას . ყველა პირი , რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე , ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან . სპეციალისტი : შპს „კონსალტინგ გრუპს ”, ს /კ 404483536 დირექტორი გიორგი ლოლაშვილი . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები