„სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 28/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016666
119
13/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
120010000.22.026.016666
„სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №119

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №43 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირთა სპეციალური მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის №43 ბრძანებაში (ვებგვერდი, 21/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016590) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

თავდაცვის ძალების რეზერვის მომზადება მოიცავს:

ა) რეზერვის პროფესიულ და სპეციალურ მომზადებას;

ბ) რეზერვის საბრძოლო მომზადებას რეზერვის სახეების (კატეგორიების) მიხედვით;

გ) რეზერვის ქვედანაყოფების ამოცანაზე ორიენტირებულ საბრძოლო მომზადებას.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თავდაცვის ძალების რეზერვის პროფესიული განვითარება ითვალისწინებს:

ა) რეზერვის ოფიცრების პროფესიულ მომზადებას;

ბ) რეზერვის სერჟანტების პროფესიულ მომზადებას;

გ) რეზერვისტების სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების შესაბამის მომზადებას.

2. თავდაცვის ძალების რეზერვის ოფიცრების და სერჟანტების პროფესიული მომზადება განხორციელდება „რეზერვის ოფიცრების და სერჟანტების პროფესიული მომზადების კონცეფციის“ შესაბამისად, სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ერთეულებში.“;

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბრძოლო მომზადება რეზერვის სახეების (კატეგორიების) მიხედვით, განსაზღვრავს რეზერვის საბრძოლო მომზადების პრინციპებს, მეთოდებსა და საშუალებებს, რათა განხორციელდეს თავდაცვის ძალების რეზერვის ეფექტური და ხარისხიანი საბრძოლო მომზადება, რაც უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების გაძლიერებას და რეზერვის მზადყოფნას დასახული ამოცანების შესასრულებლად – ეროვნული თავდაცვის გეგმიდან გამომდინარე.“;

დ) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6

1. აქტიური რეზერვის საბრძოლო მომზადების მიზანია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) თავდაცვის ძალებში შემავალი  ქვედანაყოფების გაძლიერება და მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი  ქვედანაყოფების მიერ ამოცანების წარმატებით შესრულებას.

2. აქტიური რეზერვის საბრძოლო მომზადებას უზრუნველყოფენ სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

მუხლი 7

1. პროფესიული ძალების რეზერვის საბრძოლო მომზადების მიზანია, სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი  ქვედანაყოფების ამოცანებიდან გამომდინარე, მათი მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს სამინისტროს  თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების ამოცანების წარმატებით შესრულებას.

2. პროფესიული ძალების რეზერვის  საბრძოლო მომზადებას უზრუნველყოფენ და საბრძოლო მომზადებაზე პასუხისმგებელი არიან სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი შესაბამისი ქვედანაყოფები, რისთვისაც შეიმუშავებენ პროფესიული ძალების რეზერვის საბრძოლო მომზადების პროგრამებს, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბთან შეთანხმებით.

3. პროფესიული ძალების რეზერვის საბრძოლო მომზადება ხორციელდება ორ ეტაპად და მოიცავს:

ა) რეზერვისტების ინდივიდუალურ საბრძოლო მომზადებას;

ბ) რეზერვისტების კოლექტიურ საბრძოლო მომზადებას.“;

ე) მე-8 მუხლის:

ე.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტერიტორიული რეზერვის საბრძოლო მომზადების მიზანია, სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის (შემდგომში – ეროვნული გვარდია) ქვედანაყოფების ამოცანებიდან გამომდინარე, ქვედანაყოფების მაღალი საბრძოლო  მზადყოფნის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების ამოცანების წარმატებით შესრულებას.

2. ეროვნული გვარდია უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ტერიტორიული რეზერვის საბრძოლო მომზადებაზე, რისთვისაც შეიმუშავებს ტერიტორიული რეზერვის საბრძოლო მომზადების პროგრამებს, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბთან შეთანხმებით.“;

ე.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მცირე სამობილიზაციო დროში სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების საბრძოლო მხარდაჭერა;

ბ) რეგიონის თავისებურებებიდან, სამინისტროს თავდაცვის ძალების დავალებებიდან და მასში შემავალი ქვედანაყოფების ამოცანებიდან გამომდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების ამოცანების შესრულება;“;

ვ) მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალისტთა რეზერვის პროფესიული და სპეციალური მომზადების მიზანია, სამინისტროს თავდაცვის ძალების ამოცანებიდან გამომდინარე, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და მათი გაძლიერება, რაც უზრუნველყოფს სამინისტროს  ამოცანების წარმატებით შესრულებას.

2. სპეციალისტთა რეზერვის საბრძოლო მომზადებაზე პასუხისმგებლები არიან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – მიმართულებების მიხედვით, რისთვისაც შეიმუშავებენ სპეციალისტთა რეზერვის პროფესიულ და სპეციალური მომზადების პროგრამებს, სამინისტროსა და  თავდაცვის ძალების გენერალურ  შტაბთან შეთანხმებით.”;

ზ) მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამობილიზაციო რეზერვის საბრძოლო მომზადების მიზანია, სამინისტროს თავდაცვის ძალებისათვის გაწვრთნილი, შესაბამისი სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებით მომზადებული მაღალპროფესიული სამობილიზაციო რეზერვის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს სამინისტროს თავდაცვის ძალების ამოცანების წარმატებით შესრულებას.

2. სამობილიზაციო რეზერვის საბრძოლო მომზადებას უზრუნველყოფს და პასუხისმგებელია ეროვნული გვარდია, რისთვისაც შეიმუშავებს მობილიზაციის გეგმასა და საბრძოლო მომზადების პროგრამებს, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით.“;

თ) მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეზერვისტების სამხედრო  მომზადების პროგრამის საფუძველზე შედგენილი სასწავლო გეგმები, თემატიკის სახეები, საბრძოლო მომზადების პროგრამები და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ნორმები მტკიცდება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ი) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ასევე, სამინისტროს  სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, უფლებამოსილებები რეზერვის პროფესიულ და სპეციალურ მომზადებასთან დაკავშირებით:

ა) სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი – აძლევს მითითებებს და ზედამხედველობას უწევს თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებს იმ პროგრამების შესრულებაში, რომლებიც ქმნიან და ინარჩუნებენ რეზერვის ძალთა საბრძოლო მზადყოფნას, საბრძოლო მზადყოფნის კომპონენტების შესაბამისად. ასევე, ამზადებს საბრძოლო მომზადებისა და სამინისტროს თავდაცვის ძალების რეზერვის ოფიცრების და სერჟანტების მომზადებისა და განვითარების პროგრამებს;

ბ)  სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები,  ასევე, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:

ბ.ა) ხელმძღვანელობენ და აკონტროლებენ რეზერვის პროფესიული და სპეციალური მომზადების მიმდინარეობას და ახორციელებენ რეზერვის მომზადების მიმდინარეობის შეფასებას;

ბ.ბ) გამოყოფენ საჭირო რესურსებს პროგრამების ეფექტური განხორციელებისათვის;

გ) ეროვნული გვარდია – ორგანიზებას უწევს რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების პროცესს. ეროვნული გვარდია, სამობილიზაციო რეზერვის საბრძოლო მომზადების პროგრამების შემუშავებამდე, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით, ასევე უზრუნველყოფს სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის, გაწვევის, გამოძახების, მომზადების, ტრანსპორტირებისა და მართვის პროცესების განახლება/სრულყოფას, რაც გაზრდის  სამობილიზაციო რეზერვისტების ოპტიმალური გადანაწილება-გამოყენების,  ქვედანაყოფების გაძლიერების  და  სამინისტროს თავდაცვის ძალების დანაკარგების უწყვეტი შევსების შესაძლებლობებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია