დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 121 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.016668 |
|
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში (ვებგვერდი, 16/12/2016; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016445) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 3. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულება.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულება“. 5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა (შემდგომ „სარდლობა“) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. სარდლობა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – „მინისტრი“) სამართლებრივი აქტებით და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის (შემდგომ – „თავდაცვის ძალების მეთაური“) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. სარდლობა ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ სარდლობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერა.“. 7. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის: ა) „ა-დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ბ) თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებების ჩატარება და შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში; გ) თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება; დ) საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადება/გადამზადება და შეფასება, ასევე გადასროლისწინა პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა;“; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) თავდაცვის ძალებში მიღებული ახალი სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის სისტემების შესწავლა და მათი სასწავლო პროგრამის შემუშავება;“; გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერა სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზებით და ტექნიკური საშუალებებით;“; დ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) გამოცდილების გაზიარების სისტემის ჩამოყალიბება, წვრთნებისა და სამხედრო ოპერაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მიღებული გამოცდილების საფუძველზე საჭირო რეკომენდაციების და/ან მითითებების შემუშავება, თავდაცვის ძალებში მისი გავრცელება და დანერგვა;“; ე) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჩ) სარდლობის ლოჯისტიკური ოპერაციების დაგეგმვა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკის, სასწავლო მატერიალური ბაზის და სხვა მატერიალური საშუალებების შეფასების ორგანიზება და სტატუსების მართვა, სარდლობის ქვედანაყოფების სამედიცინო საქმიანობის კოორდინაცია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მართვა ერთიანი საინფორმაციო და პროგრამული სისტემის მეშვეობით, სარდლობის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების ბიუჯეტირების პროცესის წარმართვა;“; ვ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;“. 8. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ.ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ.დ) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებში მიღებული ახალი სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის სისტემების შესწავლისა და მათი სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინაციას;“; ბ) „გ.ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ.ვ) უზრუნველყოფს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების/გადამზადების და შეფასების პროცესის მონიტორინგს;“; გ) „გ.ბ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ.თ) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერის ორგანიზებას;“; დ) „გ.გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ.ა) ახორციელებს სარდლობის ლოჯისტიკური ოპერაციების დაგეგმვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;“; ე) „გ.გ.დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ.დ) ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მართვას ერთიანი საინფორმაციო და პროგრამული სისტემის მეშვეობით, ახორციელებს სარდლობის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამების ბიუჯეტირების პროცესის წარმართვას;“; ვ) „გ.დ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.დ.დ) ახორციელებს სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას;“; ზ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) ახორციელებს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებების ჩატარებას და/ან შეფასებას;“; თ) „დ.გ“ და „დ.დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.გ) ახორციელებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წვრთნას და შეფასებას; დ.დ) უზრუნველყოფს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადებას/გადამზადებას და შეფასებას;“; ი) „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ბ) ახორციელებს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებებისა და წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზებით და ტექნიკური საშუალებებით;“; კ) „ზ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ.ა) ახორციელებს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, საწვრთნელი პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზებით და ტექნიკური საშუალებებით;“; ლ) „ი.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი.ე) ახორციელებს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას აღჭურვილობით, საწვრთნელი ბაზით და ტექნიკური საშუალებებით;“; მ) „კ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ.ბ) ახორციელებს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას სიმულაციური საშუალებებით და აღჭურვილობით, პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი ბაზით და ტექნიკური საშუალებებით;“; ნ) „ლ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ.ბ) თავდაცვის ძალების პრიორიტეტული გეგმების შესაბამისად, დოქტრინების თარგმნას და გამოსაცემად მომზადებას;“; ო) „ლ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ.გ) გამოცდილების გაზიარების სისტემის ჩამოყალიბებას, წვრთნებისა და სამხედრო ოპერაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, საჭირო რეკომენდაციების და/ან მითითებების შემუშავებას, თავდაცვის ძალებში მის გავრცელებას და დანერგვას.“. 9. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის სარდალი ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;“; ბ.ბ) „ი-ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) აანალიზებს სარდლობის საქმიანობას და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სარდლობის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სარდლობის მოსამსახურეთა წახალისებას და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას; ლ) თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სარდლობის ამოცანების შესასრულებლად;“; ბ.გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სარდლის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარდლობაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სარდლის, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე;“; დ) მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ასრულებს სარდლის, სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის დავალებებსა და მითითებებს;“; ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სტრუქტურული ერთეულის უფროსი (მეთაური), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის, სარდლის და სარდლის მოადგილის წინაშე.“; ვ) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, სარდლის, მოადგილის და სარდლობის შტაბის უფროსის დავალებების შესრულებას;“. 10. ბრძანებით დამტკიცებული დებულებას დაემატოს მე-6 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სასწავლო პროცესის ორგანიზება 1. სარდლობაში სასწავლო პროცესების ორგანიზება და შესაბამის წვრთნებზე/სწავლებებზე/კურსებზე მოსამსახურეების ჩარიცხვა/ამორიცხვა, ხორციელდება სარდლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. სარდლობა უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა სიების მიწოდებას თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისათვის. 3. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს ევალებათ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, სარდლობას გაუწიონ ლოჯისტიკური უზრუნველყოფა (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დროებით გადაცემა) და განახორციელონ წვრთნებზე/სწავლებებზე/კურსებზე პირადი შემადგენლობის წარგზავნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები