„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 122
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016669
122
13/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
120340000.22.026.016669
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №122

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს  შეიარაღებული  ძალების  გენერალური  შტაბის  ეროვნული  გვარდიის  დებულების  დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის 2013  წლის 10  ოქტომბრის №1198  ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/10/2013,  სარეგისტრაციო  კოდი: 120340000.22.026.016214) შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილება:   

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“;

გ)  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის თანდართული დებულება.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულება“;

ბ) პირველი მუხლის 1-ლი მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) ეროვნული გვარდია (შემდგომ – ეროვნული გვარდია) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. ეროვნული გვარდია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის (შემდგომ – თავდაცვის ძალების მეთაური) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.

3. ეროვნული გვარდია ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ ეროვნული გვარდიის სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

გ) მე-2 მუხლის:

გ.ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც არსებობს თავდაცვის ძალების გამოყენების საჭიროება საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და აღსრულებაში მონაწილეობა;“;

გ.ბ) „ნ“ – „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში;

ო) თავდაცვის ძალების რეზერვის და მობილიზაციის მართვის ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) კომპეტენციის ფარგლებში თავდაცვის ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის დაგეგმვა, კოორდინაცია და განვითარების მხარდაჭერა.“;

დ) მე-3 მუხლის:

დ.ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეროვნული გვარდიის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. ეროვნული გვარდიის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეროვნულ გვარდიაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამინისტროს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.“;

დ.ბ) მე-4 პუნქტის ,,ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) განსაზღვრავს ეროვნული გვარდიის განვითარების პრიორიტეტებს და ხელმძღვანელობს განვითარების პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას;

ვ) თავდაცვის ძალების მეთაურს წარუდგენს წინადადებებს და აწვდის დასამტკიცებლად გეგმებსა და პროგრამებს ეროვნული გვარდიის საქმიანობასთან, აგრეთვე რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებით;“;

დ.გ) მე-4 პუნქტის  „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) შუამდგომლობს თავდაცვის ძალების მეთაურთან დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების და/ან კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;“;

დ.დ) მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ო) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ძალების მოსამსახურეთა წახალისებას და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას.“;

დ.ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ეროვნული გვარდიის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

ე) მე-4 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველო ახორციელებს ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემაში ჩართულ საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციას; საგანგებო სიტუაციების დროს თავდაცვის ძალების რეაგირების სისტემის მართვას; საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას,  მართვას და აღსრულებას კომპეტენციის ფარგლებში; საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირებისათვის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების მომზადების უზრუნველყოფას;“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადები – კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ რეზერვისტების მომზადება-გადამზადებას, სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას, არსებული რესურსების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კოორდინაციაში, თავდაცვის ძალების რეზერვის შესახებ ინფორმაციის დამუშავებას და ანალიზს;“;

ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სტრუქტურული ერთეულის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ეროვნული გვარდიის უფროსის, ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილის და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.“;

ე.დ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ეროვნული გვარდიის უფროსისა და ეროვნული გვარდიის უფროსის  მოადგილის დავალებების შესრულებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია