დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 123 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/12/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 120340000.22.026.016670 |
|
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016479) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:“; გ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების თანდართული დებულება.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულება“; ბ) პირველი მუხლის 1-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) თავდაცვის ძალების (შემდგომ – თავდაცვის ძალები) სპეციალური ოპერაციების ძალები (შემდგომ – ძალები) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. ძალები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის (შემდგომ – თავდაცვის ძალების მეთაური) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 3. ძალები ანგარიშვალდებულია მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ ძალების სამსახურებრივ ზედამხედველობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედებით გაერთიანებული ოპერატიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;“; გ.ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თავდაცვის ძალების, უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა გაერთიანებულ, ერთობლივ და მრავალეროვნულ სამხედრო მოქმედებებში ძალთა მზადყოფნისა და მონაწილეობისათვის; ი) ძალებისათვის და თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებისათვის სპეციალური სწავლებების დაგეგმვა, ჩატარება, მონიტორინგი და ანალიზის განხორციელება, ასევე ჩატარებული სწავლებების შემდგომ შესაბამისი სერტიფიკატის გაცემა;“; დ) მე-5 მუხლის: დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ძალების მეთაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალებზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამინისტროს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.“; დ.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;”; დ.გ) მე-3 პუნქტის „ი“ - „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) აანალიზებს ძალების საქმიანობას და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს ძალების მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ძალების მოსამსახურეთა წახალისებას და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებას; ლ) თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ძალების ამოცანების შესასრულებლად;“; დ.დ) მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უ) მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ახორციელებს ძალების ოპერატიულ და საბრძოლო უზრუნველყოფას;“; დ.ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ძალების მეთაურის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალებზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია ძალების მეთაურის, სამინისტროს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის წინაშე.“; დ.ვ) მე-7 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ასრულებს ძალების მეთაურის, სამინისტროს და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის დავალებებსა და მითითებებს;“; დ.ზ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის, ძალების მეთაურისა და ძალების მეთაურის მოადგილის წინაშე.“; დ.თ) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, ძალების მეთაურისა და ძალების მეთაურის მოადგილის დავალებების შესრულებას;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები