დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 69 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.163.016447 |
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №10 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 26/01/2018, 010250050.35.163.016388):
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 2018 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა“ მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფი მოქალაქეებისათვის ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად დაფინანსება მოხდეს აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში, წლის განმავლობაში ერთჯერადად შემდეგი სახით: ა) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 300 ლარის ოდენობით; ბ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში მყოფ მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) ქულის ზემოთ 100 000 (ასი ათასი) ქულის ჩათვლით, გაიცეს ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით; გ) განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა: გ.ა) პირადობის მოწმობის ასლი; გ.ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოდან ამონაწერი სარეიტინგო ქულათა შესახებ; გ.გ) საბანკო ანგარიშის ნომერი, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ქვითარი. |
| მუხლი 2 |
ყველა იმ მოქალაქეზე, რომელმაც უკვე ისარგებლა აღნიშნული პროგრამით, მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული მონაცემთა ბაზის შესაბამისად, მერის ბრძანების საფუძველზე, დამატებით გაიცეს ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები