„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016656
109
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120340000.22.026.016656
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №109

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებაში  (ვებგვერდი, 13/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016369) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი  მოსამსახურე;“.

2.  ბრძანებით დამტკიცებული:

ა) №1 დანართის:

ა.ა) მე-2 მე-4 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური

2.1. სისტემის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა მხედართმთავრისა

2.2. სისტემის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

3. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე

3.1. სისტემის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

4. სარდალი

მეთაური (ბრიგადა, ბატალიონი, დივიზიონი, ესკადრილია, სპეციალური ოპერაციების ძალები);

უფროსი (ეროვნული გვარდია)

ხელმძღვანელი (ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ცენტრი/ბაზა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სკოლა/ცენტრი/აკადემია, კავშირგაბმულობის ცენტრი, ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, ასეული, ბატარეა, კურსი, პოლიკლინიკა, რაზმი, რგოლი, ჯგუფი, საპატიო ყარაული, სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრი)

4.1 დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში

4.2. დაქვემდებარებულ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის – რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

მადლობა, საპატიო სიგელი,  მოკლევადიანი დათხოვნა

 


ა.ბ) მე-7 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

7. მეთაური (საზღვარგარეთ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მივლინებული თავდაცვის ძალების დანაყოფი/ჯგუფი)

7.1 დაქვემდებარებული დანაყოფის/ჯგუფის სამხედრო სამსახურის კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა

 

მადლობა, საპატიო სიგელი, მოკლევადიანი დათხოვნა

 

 

ბ) №2 დანართის:

ბ.ა) მე-2 მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური

2.1 სისტემის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა

 

შენიშვნა, საყვედური,

ხელფასიდან დაქვითვა,

რიგგარეშე განწესში დანიშვნა, სამსახურიდან დათხოვნა, დასვენების უფლების შეზღუდვა

2.2 სისტემის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრები, გარდა 1.3. გრაფაში მითითებული სამხედრო მოსამსახურეებისა

შენიშვნა, საყვედური, ხელფასიდან დაქვითვა

3. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილე

3.1  სისტემის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების და უმცროსი ოფიცრების შემადგენლობა

შენიშვნა, საყვედური, რიგგარეშე განწესში დანიშვნა, ხელფასიდან დაქვითვა, დასვენების უფლების შეზღუდვა

4. სარდალი

მეთაური (ბრიგადა, ბატალიონი, დივიზიონი, ესკადრილია, სპეციალური ოპერაციების ძალები)

უფროსი (ეროვნული გვარდია)

ხელმძღვანელი (ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ცენტრი/ბაზა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სკოლა/ცენტრი/აკადემია, კავშირგაბმულობის ცენტრი,  ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი)

4.1 დაქვემდებარებული დანაყოფის საშტატო/დროებით საშტატო თანამდებობებზე დანიშნული სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი, მიუხედავად სამხედრო წოდებისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს სამხედრო მოსამსახურეები მივლინებული არიან სხვა დანაყოფში

4.2 დაქვემდებარებულ დანაყოფში მოვლინებული ან ოპერატიულ მართვაში გადაცემული დანაყოფის სამხედრო სამსახურის რიგითების და კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი ოფიცრების და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა, გარდა სამხედრო პოლიციის და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტების სამხედრო მოსამსახურეებისა

შენიშვნა, საყვედური, რიგგარეშე განწესში დანიშვნა, ხელფასიდან დაქვითვა, დასვენების უფლების შეზღუდვა

 

ბ.ბ) მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. მეთაური (საზღვარგარეთ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში და სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მივლინებული თავდაცვის ძალების დანაყოფი/ჯგუფი)

8.1 დაქვემდებარებული დანაყოფის/ჯგუფის სამხედრო სამსახურის კაპრალების, სერჟანტების, უმცროსი და უფროსი ოფიცრების შემადგენლობა

 

შენიშვნა, საყვედური, ხელფასიდან დაქვითვა


გ) №5 დანართის მე-3 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორი წევრი უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან ერთი უნდა იყოს უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე.“;

გ.ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შეარჩევს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური. ამასთან, უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს ასეულის მეთაურის ან უფრო მაღალ სამეთაურო თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.“;

დ) №8 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით:

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია