დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ ქალაქ თბილისის №79 საჯარო სკოლის 2018 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ - ქალაქ თბილისის №79 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 10/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ სსიპ – ქალაქ თბილისის № 79 საჯარო სკოლის 2018 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსში მოცემული “ინფორმაციის თავისუფლების” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
სსიპ – ქალაქ თბილისის № 79 საჯარო სკოლის 2018 წლის 6 დეკემბრის №1-076 ბრძანებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია სსიპ ქალაქ თბილისის № 79 საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ინგა ცაავა. ა) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში, სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 0 (ნული) განცხადება,. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ბ) დაკმაყოფილდა 0 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. დ) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა. ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები. ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სკოლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეტანილ არ ყოფილა და გამომდინარე აქედან, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სკოლას არ ჰქონია. სსიპ – ქალაქ თბილისის №79 საჯარო სკოლის 2018 წლის წლიურ ანგარიშს აგრეთვე წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
სსიპ – ქალაქ თბილისის №79 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან თევდორაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები