„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 55/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017612
55/ნ
18/12/2018
ვებგვერდი, 18/12/2018
430030000.22.022.017612
„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №55/ნ

2018 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,   უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016672) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 42-ე მუხლის მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14-21-ე პუნქტები:

„14. დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, ის აპლიკანტები, რომლებმაც 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების (შემოდგომაზე ორგანიზებული) საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით, ცენტრის მიერ შექმნილი რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება, მაგრამ მათი რიცხვი აღემატება შესაბამის პროგრამაზე ამ დაწესებულების მიერ გამოცხადებულ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობას, ჩარიცხონ რანჟირების დოკუმენტით განსაზღვრულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ჩარიცხვის მომენტისათვის ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილი პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში არსებულ თავისუფალ ადგილებზე.

15. აპლიკანტები, რომლებმაც 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების (შემოდგომაზე ორგანიზებული) საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით, ცენტრის მიერ შექმნილი რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება, მაგრამ არ აკმაყოფილებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით დადგენილ დამატებით მოთხოვნებს, სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვონ სარეგისტრაციო განცხადებაში მომდევნო პრიორიტეტად მითითებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელზეც აკმაყოფილებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით დადგენილ დამატებით მოთხოვნებს, ამ პუნქტის საფუძველზე რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინების მომენტისათვის ამ პროგრამისათვის ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილი პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში არსებულ თავისუფალ ადგილებზე. იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების დოკუმენტით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა წარმოადგენდა აპლიკანტის მიერ ბოლო პრიორიტეტად მითითებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, ასეთმა აპლიკანტებმა სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვონ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებზეც აკმაყოფილებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით დადგენილ დამატებით მოთხოვნებს,  ბოლოს წინა პრიორიტეტიდან პირველისკენ რიგითობის გათვალისწინებით და ამ პუნქტის საფუძველზე რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინების მომენტისათვის, შესაბამისი პროგრამისათვის ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში არსებობს თავისუფალი ადგილები.

16. აპლიკანტებმა, რომლებმაც 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების (შემოდგომაზე ორგანიზებული) საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით, ცენტრის მიერ შექმნილი რანჟირების დოკუმენტის მიხედვით, მოიპოვეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება, მაგრამ არ აკმაყოფილებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით დადგენილ დამატებით მოთხოვნებს  და სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული ჰქონდათ მხოლოდ ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობით უნდა მიმართონ მართვის სისტემას და მოითხოვონ მათ მიერ 2018 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირების დროს ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტის ტიპის და საგნის/საგანთა ჯგუფის მიხედვით, იმ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვება, რომელზეც აკმაყოფილებენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით დადგენილ დამატებით მოთხოვნებს, გამოცხადებული იყო მიღება 2018 წლის შემოდგომაზე და ამ პუნქტის საფუძველზე რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინების მომენტისათვის ამ პროგრამაზე არსებობს ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილი პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში თავისუფალი ადგილი, გარდა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომლის დაშვების წინაპირობა არის შიდა კონკურსი.

17. აპლიკანტი, რომელმაც 2018 წლის შემოდგომაზე გამოცხადებული მიღების ფარგლებში იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით წარმატებით გაიარა დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსი, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული ცენტრის მიერ შექმნილ რანჟირების დოკუმენტში და არსებობს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწესებულების მიერ გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილი, სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ დარჩენილ თავისუფალ ადგილზე.

18. აპლიკანტი, რომელმაც 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების (შემოდგომაზე ორგანიზებული) საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე აპლიკანტთა განაწილების მიზნით, ცენტრის მიერ შექმნილი რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება და ამავდროულად, წარმატებით გაიარა დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსი სარეგისტრაციო განცხადებაში პირველ პრიორიტეტად მითითებულ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში,  სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვოს სარეგისტრაციო განცხადებაში პირველ პრიორიტეტად მითითებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუ არსებობს მართვის სისტემის სპეციალურ პროგრამაში ამ დაწესებულების მიერ გამოცხადებული, პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილი.

19. ამ მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების საფუძველზე რანჟირების დოკუმენტში ცვლილების შეტანის შედეგად შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე აპლიკანტთა განაწილება არ განხორციელდება.

20. მართვის სისტემა ამ მუხლის მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული აპლიკანტების მიერ სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით, ცენტრს, ამ დებულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და 28-ე მუხლის გათვალისწინებით, წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურის მისაღები ადგილების რაოდენობის, ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ აპლიკანტთა მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში არსებული თავისუფალი ადგილების თაობაზე, ასევე ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა ინფორმაციას.

21. ცენტრი ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, 2018 წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველადი საფეხურის ტესტირების (შემოდგომაზე ორგანიზებული) საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე ამ მუხლის მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტებით გათვალისწინებული აპლიკანტების განაწილების მიზნით ქმნის და ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს.“.

მუხლი 2

1. ეს ბრძანების ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული მე-14 და მე-18 პუნქტების  მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 22 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი