სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 10/12/2018
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი
0
10/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით

გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და

 შეუფერხებლად გაცემის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში კანონიერების, საჯაროობის, გამჭვირვალობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და შეუფერხებლად გაცემას.

ამ მიზნით სამსახური საქმიანობას სამი მიმართულებით წარმართავს:

პირველი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე (www.sao.ge) სისტემატურად ქვეყნდება სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია: გარკვეული პერიოდულობით − სხვადასხვა დროს ჩატარებული ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ანგარიშებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებები, დასკვნები კანონპროექტებზე, რომლებიც ეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, აგრეთვე აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიში. აღნიშნული მასალა საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

მეორე: საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სხვადასხვა ადრესატისგან − მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან (მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კონკრეტულ პირთა უფლებების დამცველი ადვოკატები, საინფორმაციო სააგენტოები, ჟურნალისტები, კვლევითი ორგანიზაციები და სხვ.) შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სულ 36 მოთხოვნა. აქედან, დაკმაყოფილდა − 33 მოთხოვნა (გაცემული ინფორმაციის მოცულობამ 627 ფურცელი შეადგინა და საჯარო ინფორმაციის გაცემისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით).

ამავე დროს, 13 შემთხვევაში ინფორმაცია გაიცა ელექტრონული ფორმით.

დანარჩენ 3 მოთხოვნასთან დაკავშირებით, საჯარო ინფორმაცია არ გაცემულა, რაც განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით:

  1. მოთხოვნილი ინფორმაცია შეეხებოდა მიმდინარე აუდიტს და აუდიტორული პროცედურები არ იყო დასრულებული.
  2. მოთხოვნილი ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არ ინახებოდა.
  3. მოთხოვნილ ინფორმაციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტი არ ჩაუტარებია.

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ზემოთ მითითებულ სამივე შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნათა არდაკმაყოფილების შესახებ, საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ეცნობათ დაინტერესებულ პირებს.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეუფერხებლად გაცემასთან დაკავშირებით მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა გასაჩივრებული. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის არც ერთ საჯარო მოხელეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო, არ დაკისრებია რაიმე სახის დისციპლინური სახდელი, ასევე არ ყოფილა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა.

მესამე: რაც შეეხება საჯარო მონაცემთა ბაზებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება-დამუშავებას, აღნიშნულ მიმართულებით საქმიანობას ახორციელებენ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტისა და ადმინისტრირების დეპარტამენტი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური და ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახური, ელექტრონული სისტემის მეშვეობით. სამსახურში საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ერეკლე მექვაბიშვილი

გენერალური აუდიტორი