„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 110
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016657
110
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120010000.22.026.016657
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №110

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ)  ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და მასში შემავალი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და მასში შემავალი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;“;

ბ.ბ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და მასში შემავალი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;“;

ბ.გ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში სამინისტროსა და მასში შემავალ თავდაცვის ძალებში სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობის კოორდინაცია;“;

ბ.დ) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ვიზიტების ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამინისტროსა და მასში შემავალი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია