„საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120400000.22.026.016658
111
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120400000.22.026.016658
„საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №111

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 სექტემბრის №72 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120400000.22.026.016522) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:”.

2. ბრძანებით დამტკიცებულ წესის:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს თავდაცვის ძალების  სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი სამხედრო მოსამსახურეებისათვის (სადაზვერვო, ოპერატიული, ოპერატიულ-სამძებრო) საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესს/პირობებს და გამოცდებზე წარსადგენ კანდიდატებს (შემდგომ – კანდიდატი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან კადრის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისათვის, საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება და ვადები განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ან მისი ერთ-ერთი მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა გაითვალისწინონ კანდიდატების მომზადება გზამკვლევების მიხედვით.“;

გ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კანდიდატები, რომლებიც საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდნენ გამოცდაზე,  გამოცდა დაენიშნებათ  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ან მისი ერთ-ერთი მოადგილის გადაწყვეტილებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია