„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016659
112
12/12/2018
ვებგვერდი, 13/12/2018
120340000.22.026.016659
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №112

2018 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იარაღის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 ივლისის №49 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016500) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ქვედანაყოფი – სამინისტროს თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფი და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეული, სამინისტროს სამოქალაქო ოფისში შემავალი ქვედანაყოფი და  სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის საერთო აღრიცხვას, ცენტრალური საცავებიდან მიღება-გაცემას, მათ აღდგენას (შეკეთებას) უზრუნველყოფს სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა (შემდგომში – სარდლობა).

2. ქვედანაყოფზე რიცხული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვას და მიღება-გაცემას უზრუნველყოფს ქვედანაყოფის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამსახური, ხოლო ასეთი სამსახურის არარსებობის შემთხვევაში, ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირი.“;

გ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ცენტრალური ქვედანაყოფის საწყობიდან (საცავიდან) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის საფუძველს წარმოადგენს ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული მიმართვა სარდლობის მიმართ, რომელიც უნდა მოიცავდეს იარაღის, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის დასახელების, რაოდენობის და დანიშნულების შესახებ მონაცემებს. დაუშვებელია მიმართვის დოკუმენტში მითითებული ქონების გარდა სხვა სახის ქონების გაცემა, თუ დამატებითი მოთხოვნა არ წარმოადგენს გასაცემი ძირითადი ქონების მაკომპლექტებელ მასალას ან აღჭურვილობას.”; 

დ) 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ბ) ქვედანაყოფის ლოჯისტიკის სამსახურის მიერ – 6 თვეში ერთხელ;“;

ე) 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„4. საბრძოლო სროლების მსვლელობის პერიოდში ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით განისაზღვრება საბრძოლო სროლების ხელმძღვანელი და ყალიბდება საბრძოლო უზრუნველყოფის (კვების) სპეციალური პუნქტი (შემდგომში – პუნქტი), რომლის უფროსად განისაზღვრება ქვედანაყოფის შეიარაღების სერჟანტი ან ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირი. პუნქტიდან საბრძოლო მასალების გაცემა უნდა მოხდეს მიღება-ჩაბარების უწყისით სპეციალურად განსაზღვრულ საბრძოლო მასალების დამრიგებელ პირებზე ან უშუალოდ სროლებში მონაწილე მოსამსახურეებზე. სროლების დამთავრების შემდეგ გაუხარჯავი საბრძოლო მასალა იმავე უწყისში ასახვით უნდა იყოს დაბრუნებული პუნქტში, ხოლო პუნქტის უფროსი პირადად ახსენებს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს გაცემული, დახარჯული და დაბრუნებული საბრძოლო მასალის რაოდენობის შესახებ. პუნქტის უფროსად ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამსახურის ან საწყობის წარმომადგენლის განსაზღვრა აკრძალულია. საბრძოლო სროლების დროს გაუხარჯავი საბრძოლო მასალების კონტროლს ახორციელებს მათი გამცემი პირი და სროლების ხელმძღვანელი, რომლებიც მიღება-ჩაბარების უწყისში ობიექტური მონაცემების ასახვის შემდეგ, უწყისთან ერთად აბრუნებენ დაუხარჯავ საბრძოლო მასალასა და უწყისს ქვედანაყოფში. უწყისს ხელს აწერენ პუნქტის უფროსი, სროლების ხელმძღვანელი და ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. სროლების ხელმძღვანელის განკარგულებით სროლების დამთავრების შემდეგ უნდა შეგროვდეს გასროლილი მასრები და უვარგისი  (მტყუნებამიცემული) საბრძოლო მასალა. მოსამსახურეების იარაღის, სავაზნე კოლოფებისა და სავაზნე ჩანთების შემოწმება ევალებათ უშუალო და პირდაპირ ხელმძღვანელებს.“;

ვ) 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. საბრძოლო ტექნიკასა და სატრანსპორტო საშუალებებზე (ავტომობილებზე, მისაბმელებზე, გამწეებზე და ა.შ.) საბრძოლო მასალის შენახვის ორგანიზებას და პრაქტიკული ღონისძიებების გატარებას ახორციელებს ქვედანაყოფის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის  სამსახური.”;

ზ) 33-ე მუხლის:

ზ.ა) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„31. მოსამსახურის საკუთრებაში არსებული იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება/მოხსნა ხორციელდება ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლის სამართლებრივი აქტით.“;

ზ.ბ)  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ქვედანაყოფის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამსახურს ან ასეთის არარსებობისას – სარდლობას.“;

თ) 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„2. სხვა ქვედანაყოფებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ემაგრებათ ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით, ხოლო სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყოფას, აღრიცხვას და საჭიროების შემთხვევაში შენახვას უზრუნველყოფს ქვედანაყოფის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამსახური.“;

ი) 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„მუხლი 36

იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გადატანა-გადაზიდვა ხორციელდება ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე, რაც უნდა შეთანხმდეს ზემდგომი ქვედანაყოფის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სამსახურთან ან ასეთის არარსებობისას – სარდლობასთან.“;

კ) 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„მუხლი 41

იარაღის, საბრძოლო მასალის ან აღჭურვილობის დაკარგვის, დაზიანების ან სხვა მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ქვედანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ ატყობინებს სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს.“;

ლ) დანართი №19 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია



დანართი №19
საყარაულო შენობაში განთავსებული საბრძოლო მასალების

შენახვაზე განთავსების აქტი


ნიმუში

 

,,ვამტკიცებ“

სამხედრო ნაწილი № -------- მეთაური

წოდება                             /               /

„    “ „         “ წ.

 

 ა ქ ტ ი  №

„----“ „--------“  წ.

 

ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერებმა შევადგინეთ აქტი მასზე, რომ 20-- წლის ----------- მოვახდინეთ

_____________ რიცხული შემდეგი საბრძოლო მასალის შიდა ყარაულში შენახვაზე განთავსება:

(ქვედანაყოფის დასახელება)

 

საბრძოლო მასალების ჩამონათვალი:

1. ___________________ ;

2. ___________________ ;

 

საბრძოლო მასალა  ------------------ განთავსებულია ყუთებში და დალუქულია გერბიანი ბეჭდით.

აქტში აღნიშნული საბრძოლო მასალები საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება ქვედანაყოფში დაბრუნებას.

 

წინამდებარე აქტი შედგენილია 4 ეგზემპლარად:

ეგზ. №1 – სამხედრო ნაწილის შტაბში;

ეგზ. №2 – სამხედრო ნაწილის ლოჯისტიკის სამსახურში;

ეგზ. №3 – საბრძოლო მასალების გამცემ ქვედანაყოფში;

ეგზ. №4 – ყარაულის საბრძოლო მასალების მარაგის ყუთში.

 

ხელმოწერა:

 

1. ______________________________;

(თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი)

2. ______________________________;

(თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი)

3. _____________________________;

(თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი)

4.  ______________________________.

(თანამდებობა, წოდება, სახელი, გვარი)