,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 იანვრის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 იანვრის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016673
126
13/12/2018
ვებგვერდი, 14/12/2018
120340000.22.026.016673
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 იანვრის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №126

2018 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 იანვრის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 10 იანვრის №06 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/01/2017, სარეგისტრაციო კოდი:120340000.22.026.016458) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ფ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სტაჟირების გავლის წესი  (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში (შემდგომში – ქვედანაყოფი) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.“; 

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5

არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი დეკემბრისა, სამინისტროს სამოქალაქო ოფისში შემავალი ქვედანაყოფების უფროსებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ყოველი მომდევნო წლისათვის შესაბამისი ქვედანაყოფების ნუსხას და სტაჟიორთა ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).“;

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებენ მხოლოდ სამინისტროს თავდაცვის ძალებში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის დროს.“;

დ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, სტაჟიორი 3 (სამი) დღის ვადაში სამინისტროს, მათ შორის თავდაცვის ძალების უფლებამოსილ პირს აბარებს იმ მატერიალურ ფასეულობას, რაც მას სტაჟირების გავლის პერიოდში გადაეცა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია