დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ანგარიშის შესაბამისად განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3263 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/06/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 89, 03/07/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ანგარიშის შესაბამისად განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ანგარიში მიღებულ იქნეს ცნობად.
2. საქართველოს კონტროლის პალატამ თავის საქმიანობაში გაითვალისწინოს საქართველოს კონტროლის პალატის შემმოწმებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ანგარიშში აღნიშნული შენიშვნები და წინადადებები.
3. საქართველოს კონტროლის პალატამ დააჩქაროს მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების ტემპი.
4. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა და საქართველოს კონტროლის პალატამ შეიმუშაონ და პარლამენტს წარუდგინონ კონტროლის პალატის შესახებ საქართველოს კანო-ნის ახალი პროექტი.
5. „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის 2001 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 1 აპრილამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის არაგეგმური კომპლექსური რევიზიის შესახებ“ (№158/47, 15.07.05) საქართველოს კონტროლის პალატის აქტის მე-4 ნაწილში აღნიშნული ფაქტები, ცხინვალის რეგიონში ხე-ტყის დამზადებასთან დაკავშირებით, გამოსაძიებლად გადაეცეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
6. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ინფორმაცია ამ დადგენილების მე-5 პუნქტის შესრულების თაობაზე, განხორციელებული ღონისძიებებისა და ჩატარებული გამოძიების შესახებ წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს.
7. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე მ. მაჭავარიანი
თბილისი,
2006 წლის 9 ივნისი.
№3263–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები